FM97.5 / LIVE

სოფელ ტბის მოსახლეობა საბავშვო ბაღს ითხოვს

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.10.2019
ბორჯომში, სოფელ ტბის მკვიდრები ამბობენ, რომ, რამდენიმე ათეული წელია, სოფელს ბაღი არ აქვს და ბავშვები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ვერ დაყავთ. ადგილობრივები თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ.

სოფელ ტბის მოსახლეობა საბავშვო ბაღს ითხოვს

სოფელ ტბის მკვიდრი მანანა გომციანი ამბობს, რომ ორი და სამი წლის შვილები ჰყავს, თუმცა ბაღში ვერცერთი ვერ დაჰყავს, რადგან ბაღი სოფელში არ არის.

„ადგილობრივების ნაწილს, ვისი ბავშვიც უკვე სკოლის ასაკის არის, დაყავთ ბორჯომის ბაღში. ისინიც მთელი დღე ელოდებიან, რომ წამოიყვანონ, რადგან ტრანსპორტი არ დადის“, – გვიხსნის მანანა გომციანი.

მისი თქმით, სოფელში 20–მდე ბავშვია, რომელიც ბაღში მისვლას ვერ ახერხებს. საბავშვო ბაღის ძველი შენობა არის, თუმცა ავარიულია და წლების წინ დაიკეტა. იმ შემთხვევაში, თუ სოფელში ბაღის პრობლემა ვერ მოგვარდება, ტბის მოსახლეობა ამბობს, რომ თვითმმართველობამ მეზობელ სოფელში ან ბორჯომში ტრანსპორტი მაინც დანიშნოს.

„წაღვერშიც არის ბაღი. ტრანსპორტი რომ დაგვინიშნონ, იქნებ ასე მაინც ვატაროთ“, – გვიხსნის გომციანი.

მისი თქმით, ერთი წლის წინ პრობლემით ბორჯომის მერს მიმართეს, დაპირებაც მიიღეს, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ მოჰყოლია.

ბორჯომის მერიაში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუმარტეს, რომ ამ ეტაპზე სოფლისთვის ბავშვების სხვა საბავშვო ბაღში გადასაყვანად ტრანსპორტის გამოყოფაზე არ ფიქრობენ, თუმცა განიხილება სოფელ ტბაში არსებული ერთი შენობის საკითხი, სადაც საბავშვო ბაღიც განთავსდება.

„ჯერჯერობით განიხილება საკითხი, რომ შენობა იყოს მულტიფუნქციური და იქ, ბაღთან ერთად, სხვადასხვა დაწესებულებებიც განთავსდეს, რაც სოფლისთვის საჭიროა. თუმცა ეს როდის მოხდება, კონკრეტული ვადები უცნობია“, –განმარტავენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ დვირში საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვენ
ბორჯომში, სოფელ დვირში საბავშვო ბაღი შენდება
მუსხში საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ დვირში საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს [R]
დაბა ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა
ადიგენში საბავშვო ბაღისთვის ფართი იქირავეს
სოფელ ბოლაჯურში საბავშვო ბაღი გაიხსნა