FM97.5 / LIVE

ახალციხის თვითმმართველობის საკონკურსო კომისიას წყრუთის რწმუნებულობის პრეტენდენტი უჩივის

მთავარიპოლიტიკა 05.02.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის წინააღმდეგ საპრეტენზიო კომისიაში ერთი განცხადება შევიდა.

ახალციხის თვითმმართველობის საკონკურსო კომისიას წყრუთის რწმუნებულობის პრეტენდენტი უჩივის
საპრეტენზიო კომისიას არარატ ჩახოიანმა მიმართა, რომელსაც განაცხადი წყრუთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ვაკანსიაზე ჰქონდა შეტანილი.

„მონაწილობა მივიღე კონკურსში, უარი მეთქვა და ჩემს ადგილზე დაინიშნა სხვა, რომელიც ვერ აკმაყოფილებდა საკონკურსო პირობებს“,- ნათქვამია არარატ ჩახოიანის საჩივარში.

საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის მაკა სუდაძის განმარტებით, საჩივარი განხილვის პროცესშია: „გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. სამი დღის ვადა გვაქვს, რომ პასუხი გავცეთ“.

ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ კონკურსში გამარჯვებული მოქალაქეების სია გუშინ, 4 თებერვალს გამოაქვეყნა. შედეგით უკმაყოფილო კონკურსანტებს საპრეტენზიო კომისიაში საჩივრის შეტანა ორი დღის ვადაში შეუძლიათ.

„პასუხის მიღებიდან, ანუ ცნობიდან, ორი დღის ვადაში უნდა მოგვმართონ. რადგან ფოსტით გაიგზავნა, ვინ როდის მიიღებს, ეგ აღარ ვიცი. ერთი განცხადების გარდა, ჩვენ დაგვიკავშირდა თენგიზ ზედგინიძე და კომისიის დასახელება იკითხა. შემოიტანს თუ არა საჩივარს, ვერ გეტყვით“,- ამბობს მაკა სუდაძე.

შეგახსენებთ, რომ თენგიზ ზედგინიძე წლების განმავლობაში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა და ამავე ვაკანსიაზე ჰქონდა განაცხადი შეტანილი. თუმცა საკონკურსო კომისიამ უარი უთხრა და მის ადგილზე გიორგი გიქოშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე დაინიშნა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის თვითმმართველობის საკონკურსო კომისიას 9 კონკურსანტი უჩივის
ვინ და რატომ უჩივლა ახალციხის თვითმმართველობის საკონკურსო კომისიას?
ახალციხის თვითმმართველობის საპრეტენზიო კომისია საჩივრებს სწავლობს
ადიგენის თვითმმართველობის საპრეტენზიო კომისიამ საჩივრების განხილვა დაიწყო
ადიგენის საპრეტენზიო კომისიამ კონკურსტანტის საჩივარი განიხილა, თუმცა გადაწყვეტილებას არ ასაჯაროებს
ემუქრებათ თუ არა ახალციხის თვითმმართველობაში ახალდანიშნულ კადრებს სამსახურის დაკარგვა
ახალციხის თვითმმართველობის საპრეტენზიო კომისია: 'ბევრი დარჩება უკმაყოფილო'