FM97.5 / LIVE
გამგებელს სასამართლოში უჩივლა, თუმცა გასაჩივრების ვადის გასვლის გამო, მოსამართლემ საქმის განხილვა შეწყვიტა.">

სასამართლომ ახალციხის გამგებლის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის განხილვა შეწყვიტა

მთავარისამართალი 24.04.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა გამგებელს სასამართლოში უჩივლა, თუმცა გასაჩივრების ვადის გასვლის გამო, მოსამართლემ საქმის განხილვა შეწყვიტა.

სასამართლომ  ახალციხის გამგებლის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის განხილვა შეწყვიტა

სასამართლო სხდომა დღეს, 24 აპრილს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილი სპეციალისტი ვეფხვია ხუციშვილი, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასა და სამსახურში აღდგენას მოითხოვდა. მოპასუხე მხარემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, რომელსაც იურიდიული სამსახურის უფროსი, ევა იველაშვილი წარმოადგენდა, მოსამართლე გიორგი ლონდარიძესთან შუამდგომლობა დააყენა და მოითხოვა საჩივარის განხილვის შეწყვეტა, რადგან მოსარჩელე მხარემ გასაჩივრების ვადები დაარღვია. მისი განმარტებით, ვეფხვია ხუციშვილს საჩივარი ერთი თვის ვადაში უნდა შეეტანა, თუმცა მან 4 დღის დაგვიანებით შეიტანა. ლონდარიძემ ამის გამო ადმინისტრაციული საქმის განხილვა შეწყვიტა.

ვეფხვია ხუციშვილი მომხდარში ადვოკატ ეკა აბაშიძეს ადანაშაულებს და ამბობს, რომ მან აბაშიძეს საჩივრის მოსამზადებლად 6 თებერვალს მიმართა: "ადვოკატმა დამაიმედა, რომ გასაჩივრებისთვის დრო ჯერ მქონდა“.

ეკა აბაშიძე განმარტავს, რომ ვეფხვია ხუციშვილის ინტერესებს ის არ იცავდა, მან მხოლოდ როგორც იურისტმა ხუციშვილს სარჩელი მოუმზადა: „საპრეტენზიო კომისიიდან მიღებული პასუხის შემდეგ სასამართლოში გასაჩივრებამდე ვადა ერთი თვე ჰქონდა. არ ვიცი პროცესზე რა მოხდა, ან ვადა საიდან აითვალეს. როცა ხუციშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩაიბარებს, სააპელაციოში გავასაჩივრებთ“.

ვეფხვია ხუციშვილმა საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსში მესამე ეტაპი, გასაუბრება ვერ გაიარა. ხუციშვილი მომხდარში მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა მელიქიძეს ადანაშაულებს და ამიტომ სასამართლოში უჩივლა. მისი განმარტებით, მიზეზი მელიქიძესთან სამსახურებრივი დაპირისპირება გახდა.

„სამ მანქანაზე იყო გამოწერილი ნაწილები, სინამდვილეში ყველა ეს ნაწილი არ სჭირდებოდა ამ მანქანებს და მითხრეს, რაც მორჩება გავაკეთოთ მეოთხე მანქანაო. სამი იყო ტენდერში, მეოთხე არა. ამაზე პროფილაქტიკის ზედამხედველმა უარი თქვა, ტენდერში მანქანა თუ არ არის, მე ვერ გავარემონტებო და ეს საშარო საქმეაო. ზედამხედველი მივიყვანე გამგებელთან და მაშინ ზაზა მელქიძემ ყველაფერი უარყო, ასე არ მითქვამსო და გამომაგდო კაბინეტიდან, ეს იყო ჩვენი პირველი დაპირსპირება“, – იხსენებს ხუციშვილი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სააპელაციო სასამართლომ ვეფხვია ხუციშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ
ბორჯომის გამგეობის პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
ახალციხის სასამართლომ ბორჯომის გამგეობის პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომლის საქმის განხილვა გადადო
ახალციხის ციხიდან  გათავისუფლებულმა თანამშრომელმა საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა
სააპელაციოში  ადიგენის გამგებლის ყოფილი მოადგილის საქმის განხილვა იწყება
ბორჯომის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი გამგეობას სასამართლოში უჩივის