FM97.5 / LIVE

აწყურის ციხესთან მდინარემ გზა დაანგრია

მთავარიეკონომიკა 28.06.2012
სოფელ აწყურში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სამანქანო გზა დაზიანებულია და მოსახლეობას მანქანით გადაადგილების დროს პრობლემას უქმნის. როდის აღდგება დაზიანებული გზის მონაკვეთი და ვინ შეასრულებს სამუშაოებს

აწყურის ციხესთან მდინარემ გზა დაანგრია

გაღმა აწყურში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დაახლოებით 15-მეტრიანი სამანქანო გზის მონაკვეთი მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაზიანდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მდინარე მტკვარი, რომელიც აქ ჩამოედინება გზას მიწას აცლის და ხშირად ფუჭდება.

- „რამდენჯერმე გააკეთეს, მაგრამ მდინარის წყალმა წაიღო. გაზაფხულზე წყალის დონე რომ იმატებს, გზაც ფუჭდება“, - ამბობს სოფელ აწყურში მცხოვრები ბაჩო მახათაძე.

ამ ტერიტორიაზე ტურისტები და ექსკურსიაზე ჩამოსული ადამინები ხშირად დადიან. აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრისა და აწყურის ციხის სანახავად მოსულ სტუმრებს დაზიანებული გზის მონაკვეთის გავლა უწევთ.

სოფელ აწყურის გამგებელი გელა მუმლაძე ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები გასულ წელს ჩატარდა. ხოლო ის 15-მეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ახლა დაზიანებულია, პროექტში გათვალისწინებული არ იყო, ამიტომ ახლა მისი გაკეთება ცალკე იგეგმება.

- ”შარშან ეკონომიკის სამინისტრომ ამ გზაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები შეასრულა. ზემოთ დამბები გაკეთდა, რომ ამ ადგილას დიდი წყალი არ ყოფილიყო, ყველაფერი კაპიტალურად გაკეთდა და მდინარის ადიდება საშიშროებას აღარ ქმნის, - ამბობს გელა მუმლაძე და ამატებს, რომ აწყურის ციხესთან გზის მონაკვეთი სასმელი წყლის მილების დაზიანების გამო გაფუჭდა, - პატარა მონაკვეთზე სასმელი წყლის მილი დაზიანდა, რომელიც მიწის ზემოდან არ ჩანდა, მიწის ქვემოთ წყალი ჟონავდა და ამის გამო ჩაინგრა”.

მისი თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით გზის ამ მონაკვეთში 270-მეტრიანი სასმელი წყლის მილი დაახლოებით ორი თვის წინ შეიცვალა. სამანქანო გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა კი უკვე დაწყებულია და სამუშაოებს შპს ”არალი” ასრულებს: ”მშენებელმა სამუშაოები უკვე დაიწყო, დიდი ქვები ჩაყარეს და საჭირო მასალა მიიტანეს. ველოდებით წყლის დონე როდის დაიწევს, რომ ის მონაკვეთი აღვადგინოთ, რაც წყლის მილების გამო დაზიანდა. ახლა დაკონსერვებული სასმელი წყლის მილი აღარ არსებობს, შუა გზაზე გამოვატარეთ და პრობლემას აღარ ქმნის”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის გელა დემეტრაძის თქმით, პრობლემა უახლოეს დღეებში უნდა მოგვარდეს: ”ამ გზის მშენებლობაც დაგეგმილია და მალე გაკეთდება. ახლა გზა ისე არ არის დაზიანებული, რომ გავლა არ შეიძლებოდეს, მაგრამ გვინდა, რომ უფრო კომფროტული გახდეს”.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აწყურის ციხესთან გზას ამაგრებენ
სოფელ ყვიბისში მეწყერისგან დაზიანებული წყლის მილი შეაკეთეს
ორბელიანის ქუჩაზე სასმელი წყლის მილი დაზიანდა
ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა
დერცელში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთი აღდგა
ახალციხეში  სასმელი წყლის დაზიანებული მილი ხანძთელის ქუჩას ტბორავს
ვარხანში დაზიანებული წყლის მილების გამო ქუჩები იტბორება