FM97.5 / LIVE

აწყურის ციხესთან გზას ამაგრებენ

მთავარისაზოგადოება 15.02.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სამანქანო გზას ნაპირსამაგრი სამუშაოები უტარდება.

აწყურის ციხესთან გზას ამაგრებენ
გაღმა აწყურში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სამანქანო გზის პრობლემა დიდი ხანია არსებობს. იმის გამო, რომ წყალი გზის ამ მონაკვეთს მიწას აცლის, მწყობრიდან ხშირად გამოდის და შეკეთებას საჭიროებს. ამ ეტაპზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ბი-პის კონტრაქტორი ფირმა ”ფერი” ასრულებს.

- ”ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაახლოებით 80-მეტრიანი მონაკვეთის ნაპირსამაგრი სამუშაოები, რაც მდინარის პირზე ქვების ჩალაგებას გულისხმობს”, - ამბობს სუპერვაიზერი ლევან მენთეშაშვილი.

აწყურის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები სამი დღის წინ დაიწყო. სამუშოები სავარაუდოდ ერთ თვეში უნდა დასრულდეს.

”ხიდი, რომელიც აღნიშნულ გზას ცენტრალურ გზასთან აკავშირებს, მოძველებულია და დიდი ტევადობის ტვირთს ვერ გაუძლებს. ამიტომ გამოვნახეთ ალტერნატიული გზა, საიდანაც აღნიშნული სამუშაოებისთვი საჭირო მასალას შემოიტანენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ გზის მოხრეშვა და თუ წვიმებმა ხელი არ შეგვიშალა, სამუშაოები ერთ თვეში უნდა დასრულდეს”, - ამბობს აწყურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული შუქრი გოგოლაძე.

ლევან მენთეშაშვილის თქმით, აღნიშნული სამუშაოების შესრულების შემდეგ პრობლემა საბოლოოდ ვერ მოგვარდება, თუმცა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გზას გაამაგრებს.

კონკრეტულად რა თანხა იხარჯება აღნიშნული სამუშაოებისთვის, ვერც მშენებლები და ვერც სოფლის რწმუნებული ვერ აკონკრეტებენ.

აწყურის ციხესთან გზას ამაგრებენ

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აწყურის ციხესთან მდინარემ გზა დაანგრია
აწყურის ციხის პრობლემას სპეციალისტები სწავლობენ
ასპინძაში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს [Photo]
ვალეში ხეხილის ბაღებზე გაჭრილი გზა მშენებელ კომპანიას არ აღუდგენია
აწყურში  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
ცხრაწყაროს უღელტეხილიდან სოფელ ბალანთამდე გზას მოხრეშავენ
ჭვინთასა და ელიაწმინდამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია უტარდება