FM97.5 / LIVE

სოფელ ყვიბისში მეწყერისგან დაზიანებული წყლის მილი შეაკეთეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.04.2018
ბორჯომში, სოფელ ყვიბისში სასმელი წყლის მილი, რომელიც მეწყერის დროს დაზიანდა, აღადგინეს, თუმცა, სასმელი წყალის ავზში პერიოდულად მდინარე ყვიბისურას მაინც უშვებენ.

სოფელ ყვიბისში მეწყერისგან დაზიანებული წყლის მილი შეაკეთეს

ყვიბისის სათავე ნაგებობასთან დამეწყრილი ტერიტორია ააიპ–ი „ბორჯომის სოფლის წყლის“ თანამშრომლებმა გაწმინდეს. როგორც ააიპ–ის დირექტორმა გიორგი ოქრუაშვილმა განაცხადა, რთული რელიეფის გამო, გაწმენდითი სამუშაოები ერთი კვირა გაგრძელდა. ამ ეტაპზე მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდება, თუმცა, საათობრივად.

„გაიწმინდა ტერიტორია, დაზიანებული მილი შეკეთდა და დასუფთავდა ფილტრები“, – ამბობს გიორგი ოქროაშვილი.

მისი თქმით, დებეტის სიმცირის გამო მოსახლეობას სასმელ წყალთან ერთად, მდინარის წყალიც მიეწოდება: „არ არის წყალი საკმარისი, ამიტომ მდინარის წყალსაც ვურევთ. ყვიბისში არის ისეთი პერიოდი, როცა მდინარეები კი არა, სასმელ წყალს ღელეებიც რომ დაამატო, მაინც არ იქნება მოსახლეობისთვის საკმარისი“.

შეგახსენებთ, რომ ყვიბისის სასმელი წყლის სათავე ნაგებობასთან მეწყერი მარტის შუა რიცხვებში ჩამოწვა, რის გამოც ონკანებში ტალახიანი წყალი მოდიოდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოფელში წყლის პრობლემა ხშირად აქვთ. განსაკუთრებით გაზაფხულზე.

სოფელ ყვიბისში მეწყერისგან დაზიანებული წყლის მილი შეაკეთეს

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ყვიბისში, პერიოდულად, მდინარის გაუფილტრავ წყალს სვამენ [Video]
მეექვსე დღეა სოფელ ხევაშენის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება
თამარაშვილისა და ასპინძის ქუჩებს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება
ორ კვირაზე მეტია ვარხნის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ახალციხის სოფლებში მოსახლეობას სამელი წყალი არ მიეწოდება
ბორჯომის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება