FM97.5 / LIVE

ვარხანში დაზიანებული წყლის მილების გამო ქუჩები იტბორება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 25.02.2019
ადიგენში, სოფელ ვარხანში შიდა ქუჩები ხუთ თვეზე მეტია წყლით იტბორება, მიზეზი მოძველებული სასმელი წყლის სისტემაა. მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ პრობლემა მიმდინარე წელს მოგვარდება.

ვარხანში დაზიანებული წყლის მილების გამო ქუჩები იტბორება

ყოველ დღეს, დილის საათებში, ვარხანში გზაზე გავლა რთულია, ამ დროს წყალს უშვებენ და ქუჩებზე ნიაღვარი მოედინება.

„ხან რომელი მილი გასკდება და შუა გზაში წყალი ამოასხავს და ხან რომელი, შეიძლება წყლის ასე დაკარგვა?! რამდენი ხანია ასეა და არაფერი ეშველა“, – ამბობს ვარხანში მცხოვრები დავით ველიჯანაშვილი.

ააიპ „ადიგენის წყალმომარაგებაში“ ამბობენ, რომ სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია 2019 წელს აუცილებლად განხორციელდება, სისტემის მოსაწყობად საპროექტო სამუშაოებზე კი ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

„ეს არის ძალიან ძველი სისტემა, ჯერ კიდევ 1968 წელს გაკეთებული, ჩვენ 2014–2015 წლებში გავაკეთეთ ახალი სისტემა, თუმცა მაშინ ვარხანში მხოლოდ ერთ ნაწილში მოვაწესრიგეთ წყალი. ახლა დაგვრჩა მეორე ნაწილი, სადაც მილების დაზიანების გამო წყალი სულ ესე მოედინება და ვკარგავთ“, – ამბობს მამუკა დემეტრაძე.

მისი თქმით, თუ რა თანხა დასჭირდება სისტემის რეაბილიტაციას ეს საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი: „სავარაუდოდ 200 000 ლარი დაგვჭირდება“.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოძველებული წყლის სისტემის გამო ვარხანში მილები სკდება
ადიგენში რვა სოფელს სასმელი წყალი არ მიეწოდება
ორ კვირაზე მეტია ვარხნის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ვარხანში გზის და წყლის პრობლემაა, 'სოფლის პროგრამით' კი სკვერს აკეთებენ [Video]
ადიგენის რვა სოფელში სასმელი წყლის მიწოდება აღდგა
ასპინძაში ოთხი სოფლის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება
ვალეში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება