FM97.5 / LIVE

მამუკა ხვედელიანის საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს

მთავარისამართალი 27.01.2014
ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანისა და მისი ყოფილი თანამშრომლების საქმე, რომლებსაც ბრალს მამაკაცის სკამის ფეხით გაუპატიურებაში სდებდნენ, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

მამუკა ხვედელიანის საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს
თბილისიის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილება სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

„იანვარში შევიტანეთ სარჩელი, ვადაში ჩავეტიეთ“, - გვითხრა ქომოშვილმა.

დაცვის მხარემ საქმის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების შესახებ „სამხრეთის კარიბჭესგან“ შეიტყო.

„ამის შესახებ ჯერ ჩვენთვის ცნობილი არ არის. ალბათ შეგვატყობინებენ, - ამბობს მამუკა ხვედელიანის ადვოკატი ზაზა მირიდაშვილი და ამატებს, - მეეჭვება ეს საქმე უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად ცნოს. იმდენად დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, როგორც პირველი, ასევე მეორე ინსტანციის სასამართლოს, რომ 90%-ით უზენაესში ამ საქმეს წარმოებაში არ მიიღებენ“.

მირიდაშვილს მიაჩნია, რომ იგივე მტკიცებულებებით ბრალდების მხარე საქმეში ვერაფერს შეცვლის: „გაასაჩივრეს იმიტომ, რომ უნდა გაესაჩივრებინათ, ანუ ვალდებულების გამო, თორემ როგორც მკვდარს, ისე ამ საქმეს, ვერაფერი ეშველება“.

მიუხედავად იმისა, რომ ხვედელიანისა და მისი ყოფილი თანამშრომლების საქმეზე როგორც ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ასევე, თბილისიის სააპელაციომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს, იმავე საქმეში ერთ-ერთ ეპიზოდში ბრალდებული ზ.ლ. ამ დრომდე პატიმრობაშია. მას ბრალდების მხარე ყალბი ჩანაწერის გაკეთებასა (სსკ-ის 341-ე მუხლი) და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემას ( სსკ-ის 371-ე მუხლი) ედავება.

ზ.ლ-ს ადვოკატის ირაკლი ბარძიმაძის მტკიცებით, იგი ხვედელიანის გამო ჰყავთ დაკავებული და ხვედელიანის წინააღდეგ მოწმედ სჭირდებათ: „თუ გაასაჩივრეს, მაშინ ზ. ლ-ც იმიტომ ჰყავთ ციხეში, რომ იქნებ გადათქვას და ტყუილად დაადოს ხელი ხვედელიანს“.

შეგახსენებთ, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატი, მამუკა ხვედელიანი უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლოს განაჩენს ახალციხესა და ბორჯომში საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მამუკა ხვედელიანის საქმეში ბრალდებული სააპელაციო სასამართლომ გაამართლა
შეეწირა თუ არა ხვედელიანის საქმეს პროკურორი
ხვედელიანის საქმეში ბრალდებული საპატიმროს დატოვებს
მამუკა ხვედელიანის საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული გაამართლეს
ახალციხის ყოფილი გამგებლის გამამართლებელი განაჩენი უზენაესში გაასაჩივრეს
გაგრძელდება თუ არა ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის  სასამართლო პროცესები
ხვედელიანის სასამართლო პროცესები სააპელაციო სასამართლოში გრძელდება