FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხის კორონავირუსით ინფიცირებული თანამშრომელი თვითიზოლაციის წესებს არღვევს?!

მთავარისიახლე 23.10.2020
ახალციხის ციხის ერთ–ერთი თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი აქვს, ქუჩაში გამოსული რამდენჯერმე ნახეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ იგი თვითიზოლაციის წესებს არ იცავს და ვირუსის დადასტურებიდან ორი დღის განმავლობაში ქალაქში გადაადგილდებოდა.

ახალციხის ციხის კორონავირუსით ინფიცირებული თანამშრომელი თვითიზოლაციის წესებს არღვევს?!

ააიპ-ის თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ 21 ოქტომბრის დილას გახდა ცნობილი. იგი იმავე დღეს ერთ–ერთ აფთიაქში იმყოფებოდა.

„ჩვენთან იყო 21 ოქტომბერს დღის მეორე ნახევარში, შენობაში თავად არ შემოსულა, კარზე დაგვიკაკუნა და ითხოვა, რომ გარეთ მოვმსახურებოდით, მოვემსახურეთ ყველა წესის დაცვით რა მედიკამენტიც უნდოდა მივაწოდეთ. თანხა ბარათით გადაიხდა და წავიდა. მას რა მდგომარეობა ქონდა ჯანმრთელობის არ ვიცი. შეიძლება თვითონაც არ იყო გარკვეული, ეს ჩვენი დასკვნა იყო რომ შეიძლება კოვიდინფიცირებული იყო“, – ამბობს აფთიაქის მენეჯერი.

იგივე პირი მეორე დღეს, 22 ოქტომბერს ქუჩაში მეზობელმა დაინახა.

„გუშინ დილით ვნახე, აქ იყო და როგორც ვიცი თბილისში აპირებდა წასვლას. აქვს თუ არა კორონავირუსი დადასტურებული ამას ვერ გეტყვით, ნამდვილად არ ვიცი. პირბადე სულ ეკეთა სამსახურში, სახლში, კიბეებზე“, – გვიყვება ინფიცირებულის მეზობელი.

რატომ გადაადგილდებოდა ააიპ-ის ინფიცირებული თანამშრომელი ქუჩაში და რატომ არ მოახდინა რეაგირება შესაბამისმა უწყებებმა, ან სად იმყოფება ახლა იგი, ჩვენთვის უცნობია, აღნიშნულ საკითხზე, "სამხრეთის კარიბჭემ" არაერთი მცდელობის მიუხედავად პასუხი ვერ მიიღო.

კომენტარს არ აკეთებენ ააიპ ახალციხის ციხისა და სამცხე-ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციაში. ჩვენს კითხვებს არ უპასუხა ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ფატი ხაბულიანმაც.

„შვებულებაში ვარ და დეტალები არ ვიცი ნამდვილად, იმ დღეს [21 ოქტომბერს] დამირეკეს და მითხრეს ასეთი შემთხვევა მოხდაო. დეტალებზე მიმართეთ გუბერნიას და გიორგი მიქელაძეს", - განაცხადა ახალციხის ციხის დირექტორმა, დავით ტაბატაძემ.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი, გიორგი მიქელაძე კი ამბობს, რომ კონკრეტულ პიროვნებაზე ინფორმაციას ვერ გასცემენ.

„პერსონალურ პირთან დაკავშირებით ვერ მოგაწოდებთ ინფორმაციას სად და როგორ იმყოფება, ამის უფლება არ გვაქვს. რაც შეეხება ზოგადად კოვიდინფიცირებულს, იგი არის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ან იმყოფება ბინაზე, ან კოვიდ სასტუმროში, ქუჩაში. კოვიდდადასტურებულის სიარული რა თქმა უნდა არ შეიძლება და არც მაქვს მსგავი ინფორმაცია, რომ ვინმე დადიოდეს ქუჩაში,“– ამბობს გიორგი მიქელაძე.

აღნიშნულ თემაზე არ საუბრობს თავად ინფიცირებულიც, "საქმე მაქვს" – გვითხრა და ტელეფონი გაგვითიშა.

როგორც ჩვენთვის ცნობილია ინფიცირებულია ახალციხის ციხის თანამშრომლის ოჯახის წევრებიც.



[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა
არალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
სამცხე-ჯავახეთში კოვიდინფიცირებული 14 პირი სახლში მკურნალობს
‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი
რეგიონში გამოვლენილი 24 ახალი შემთხვევიდან  13 ახალციხეში დაფიქსირდა
ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 87 წლის ქალი covid-19-ით გარდაიცვალა
რეგიონში კოვიდინფიცირების 18 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა ახალციხეშია