FM97.5 / LIVE

‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 04.06.2020
ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ტიგრან ეგოიანმა გვითხრა, რომ 44 წლის კოვიდინფიცირებული კაცი ყაურმაში ორი თანასოფლელის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.

‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

„სულ რაღაც დღე ნახევარი იყო ეს ადამიანი სოფელში, მაგრამ ორ გასვენებას დაესწრო“, - ამბობს ეგოიანი და ამატებს, რომ ინფიცირებულის ოთხი ოჯახის წევრი ახალციხის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ინფიცირებული კაცი გასვენებაში ნამდვილად იყო, თუმცა მასთან ახლო კონტაქტი არ ჰქონიათ.

"ორივე გასვენებაში იყო მეც შემხვდა, მაგრამ ახლოს არ მივსულვარ", – ამბობს ერთ–ერთი ადგილობრივი.

ყაურმაში ამბობენ, რომ სოფლიდან რუსეთში სამუშაოდ ოთხი ადამიანი იყო წასული, ოთხიდან კოვიდინფექცია მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.

„რუსეთიდან ჩამოსვლის შემდეგ ოთხივე კარანტინში იყო. 31 მაისს დაბრუნდა ეს კაცი [ინფიცირებული] ძმასთან ერთად, მეორე დღეს კარანტინიდან კიდევ ორი გამოუშვეს. 44 წლის კაცმა გვითხრა, საბუთი მაქვს და კორონა არ დამიდასტურდაო. ორივე გასვენებაში იმყოფებოდა. გასვენებიდან წასვლის შემდეგ ერთ საათში დაურეკეს და უთხრეს კორონა გაქვს, სასწრაფო სამედიცინო დახმარება მოვა და წაგიყვანენო“, – აცხადებენ ადგილობრივები.

სოფელში ამბობენ, რომ გაურკვევლობაში არიან და არ იციან როგორ მოიქცენ.

„კორონავირუსით ინფიცირებული კაცი ჩემი მეზობელია, ოჯახის წევრებმა საკარანტინო სივრციდან დამირეკეს და მითხრეს ძროხები მოგვიწველეო, არ ვიცი მაქვს თუ არა უფლება, მეშინია მეც არაფერი გადამედოს“.

კორონავირუსით ინფიცირებული 44 წლის კაცი, გუდაურის საკარანტინო სივრციდან ყაურმაში 31 მაისს დაბრუნდა. ორი დღის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, პოლიციის თანხლებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და სოფელში მერის წარმომადგენლის განცხადებით, საკარანტინო სივრცეში ექიმებს ანალიზის პასუხები აერიათ და შეცდომით სახლში კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქე გაუშვეს.

44 წლის კაცს განმეორებით ტესტირება ორ ივნისს გაუკეთეს, მას კორონავიურსი დღეს დაუდასტურდა.

[მარიამ ბარძიმაძე, ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ანალიზის პასუხები აერიათ და COVID-19-ით ინფიცირებული ნინოწმინდელი კაცი სახლში გამოუშვეს' – მერის წარმომადგენელი
'44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი
‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული
'საკარანტინო ზონიდან ნინოწმინდამდე 4 პირთან ერთად ვიმგზავრე' – კოვიდინფიცირებული
ნინოწმინდელი ინფიცირებული კაცის ოჯახის წევრების ანალიზის პასუხი ცნობილია
სოფელ ყაურმაში კორონავირუსზე აღებული ტესტების პასუხები ცნობილია
‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია