FM97.5 / LIVE

რეგიონში გამოვლენილი 24 ახალი შემთხვევიდან 13 ახალციხეში დაფიქსირდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 22.10.2020
დღეს, 22 ოქტომბერს სამცხე–ჯავახეთში კოვიდინფიცირების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ყველაზე მეტი ახალციხეშია, ნაკლები კი ადიგენში.

რეგიონში გამოვლენილი 24 ახალი შემთხვევიდან  13 ახალციხეში დაფიქსირდა

სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მიხედვით, ახალი შემთხვევები ასე ნაწილდება:

13 ინფიცირებული ახალციხის მუნიციპალიტეტშია, ახალქალაქში – 4 , ნინოწმინდაში – 3, ასპინძაში – 2 და ადიგენში – 1;

„24 ახალი შემთხვევა რეგიონის მასშტაბით ბოლო 24 საათში გამოვლინდა. აქედან 23 ჩვენს მუნციპალიტეტს ეკუთვნის, ერთი კი ჩვენს საკარანტინო ზონაში დაფიქსირდა, ინფიცირებული აჭარის რეგიონში მცხოვრები პირია. დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 173–მდე გაიზარდა“, – განმარტა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსმა, გიორგი მიქელაძემ.

ახალი შემთხვევები მუნიციპალიტეტების რომელ სოფლებში დაფიქსირდა და რამდენი არასრულწლოვანია მათ შორის, უცნობია. გიორგი მიქელაძემ აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

ასევე უცნობია, ინფიცირებულებს შორის რამდენია მასწავლებელი და სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელია.

„ინფიცირებულთა რიგებში გვყავს სხვადსხვა ასაკის პირები და შესაბამისად არასრულწლოვნებიც, ასევე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. დეტალებს ვერ დავაკონკრეტებ“, – განაცხადა მიქელაძემ.

ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით 12 პირი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 51–მდე გაიზრდა.

სახლის პირობებში ამ ეტაპზე კოვიდინფიცირებული 25–მდე მოქალაქე მკურნალობს, ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია: „როგორც ჩვენთვის ცნობილია არ გვყავს მძიმე და კრიტიკული პაციენტები“ – ამბობს გიორგი მიქელაძე.

ამ ეტაპზე რეგიონში:

კოვიდინფიცირებულია - 173 პირი;

გამოჯანმრთელდა - 51;

სახლში მკურნალობს - დაახლოებით 25;

თვითიზოლაციაშია - 677 პირი, აქედან:

ახალციხე - 371;
ახალქალაქი - 105;
ადიგენი - 67;
ასპინძა - 58;
ნინოწმინდა - 39;
ბორჯომი - 34;

საკარანტინო სივრცეებში - 440 პირია, მათგან:

ახალციხეში - 65;
ბაკურიანში - 375.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის რომელ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა კოვიდის ახალი შემთხვევები
როგორ ნაწილდება სამცხე–ჯავახეთში გამოვლენილი 18 ახალი შემთხვევა
როგორ ნაწილდება სამცხე–ჯავახეთში გამოვლენილი 27 ახალი შემთხვევა
სამცხე–ჯავახეთის რომელ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა კოვიდის ახალი შემთხვევები
სამცხე-ჯავახთის რომელ მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა კოვიდის ახალი შემთხვევები
სამცხე–ჯავახეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 100–მდე გაიზრდა
სამცხე–ჯავახეთში გამოვლენილი 11 ახალი შემთხვევიდან 8 ახალციხეშია