FM97.5 / LIVE

რეგიონში კოვიდინფიცირების 18 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა ახალციხეშია

მთავარისიახლე, კორონავირუსი 21.10.2020
დღეს, 21 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 14 ახალციხეში, 2 ასპინძაში, 1 ადიგენსა და 1 ბორჯომში.

რეგიონში კოვიდინფიცირების 18 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა ახალციხეშია

როგორც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი, გიორგი მიქელაძე განმარტავს, 18 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობის ინფიცირების წყარო ცნობილია: „ახალი ინფიცირებულები არის ძირითადად ძველი ინფიცირების კონტაქტები, კონკრეტულ შემთხვევებზე სიღრმეებში ვერ ვისაუბრებ“.

მიქელაძემ მედიასთან არც ის დააკონკრეტა მუნიციპალიტეტების რომელ სოფლებშია ახალი შემთხვევები გამოვლენილი. მან არ გასცა პასუხი ჟურნალისტების კითხვებს მედპერსონალის, პედაგოგებისა და მცირეწლოვანთა ინფიცირების შესახებ: „ეს მონაცემები ჩვენ გვაქვს, მაგრამ დაკონკრეტებისაგან თავს შევიკავებ, სიღრმეებში ვერ ჩავალ“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება ინფიცირებულთა გარდაცვალების სტატისტიკას, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ამბობს, რომ მათ მონაცემებში გარდაცვალების მხოლოდ ერთი შემთხვევა ფიქსირდება, რომელიც ვალეს უკავშირდება და ინფორმაცია არ აქვთ 30 წლის ნინოწმინდელი ქალის გარდაცვალებაზე, რომლის შესახებაც დღეს, 21 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.

„აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ დაფიქსირებულა არც ჩვენს რომელიმე კლინიკაში, არც მანამდე გვქონია და შესაბამისად, ვერ მოგაწვდით ინფორმაციას“.

ამ ეტაპზე რეგიონში:

კოვიდინფიცირებულია - 150 პირი;

გამოჯანმრთელდა - 39;

სახლში მკურნალობს - დაახლოებით 20;

თვითიზოლაციაშია - 627 პირი, აქედან:

ახალციხე - 346;
ახალქალაქი - 105;
ადიგენი - 60;
ასპინძა - 43;
ნინოწმინდა - 39;
ბორჯომი - 34;

საკარანტინო სივრცეებში - 551 პირია, მათგან:

ახალციხეში - 93;
ბაკურიანში - 458.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რეგიონში გამოვლენილი 24 ახალი შემთხვევიდან  13 ახალციხეში დაფიქსირდა
სამცხე–ჯავახეთში გამოვლენილი 11 ახალი შემთხვევიდან 8 ახალციხეშია
როგორ ნაწილდება სამცხე–ჯავახეთში გამოვლენილი 18 ახალი შემთხვევა
სამცხე-ჯავახთის რომელ მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა კოვიდის ახალი შემთხვევები
სამცხე–ჯავახეთის რომელ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა კოვიდის ახალი შემთხვევები
როგორ ნაწილდება სამცხე–ჯავახეთში გამოვლენილი 27 ახალი შემთხვევა
სამცხე–ჯავახეთის რომელ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა კოვიდის ახალი შემთხვევები