FM97.5 / LIVE

არალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 29.09.2020
დღეს, 29 სექტემბერს ადიგენში, სოფელ არალში ქალს covid-19 აღმოაჩნდა. დაინფიცირებული არლის საჯარო სკოლის პედაგოგის მეუღლეა.

არალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ინფიცირებულის მეუღლე, რომელიც არლის საჯარო სკოლაში ასწავლის ამბობს, რომ მის ოჯახის წევრს უდელ ექთანთან, 18 სექტემბერს ჰქონდა კონტაქტი, ექთანს კორონავირუსი 23 სექტემბერს დაუდასტურდა.

"სიცხე ჰქონდა სხვა სიმპტომებიც და ამიტომ გაუკეთეს კორონავირუსზე ტესტირება. მე გამიკეთეს ანალიზი და არ აღმომაჩნდა", – ამბობს ინფიცირებულის მეუღლე.

„სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვაზე რატომ არ იმყოფებოდა მეუღლესთან ერთად თვითიზოლაციაში და რატომ არ შეატყობინა სკოლის ადმინისტრაციას მომხდარის შესახებ, ასე გვპასუხობს: "არ ვიცი, არავინ ვიყავით თვითიზოლაციაში, რადგან ყველა კარგად ვიყავით".

არლის სკოლის დირექტორი, მარო ჩხიტუნიძე ამბობს, რომ თანამშრომლის მეუღლის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ დღეს შეიტყო. მისი თქმით, მასწავლებელს თანამშრომლებისთვის არ უთქვამს, რომ მის მეუღლეს კორონავირუსით ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.

„დღეს მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩვენი მასწავლებლის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, იგი დღესაც სკოლაში იმყოფებოდა და გაკვეთილებს ატარებდა. მოვიქცევით ისე, როგორც ჯანდაცვის ცენტრი გადაწყვეტს“, – ამბობს არლის საჯარო სკოლის დირექტორი, მარო ჩხიტუნიძე.

დირექტორი ირწმუნება, რომ მასწავლებელი, რომლის მეუღლესაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, სკოლაში პირბადით დადიოდა და ჯანდაცვის სამინიტროს რეკომენდაციებს ასრულებდა: "პირბადე ეკეთა, ჩემთან სკოლაში ყველა თანამშრომელი იცავს რეკომენდაციებს".

"სამხრეთის კარიბჭე" დამატებითი ინფორმაციისთვის სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელს, გიორგი მიქელაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. რედაქციასთან კომენტარს არ აკეთებს ადიგენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუიზან ქიმაძე.


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არლის სკოლაში კორონავირუსზე ტესტირება დაიწყო
არალში სკოლის მასწავლებელს covid-19 დაუდასტურდა
არლის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა - COVID-19
არლის საჯარო სკოლაში კორონავირუსზე აღებული ანალიზების პასუხები ცნობილია
არლის საჯარო სკოლაში აღებული ანალიზების  პასუხები დღეს გახდება ცნობილი
ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ახალციხეში მეოთხე სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა