FM97.5 / LIVE

რას ფიქრობენ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ახალციხეში

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 23.10.2020
საპარლამენტო არჩევნებამდე შვიდი დღე დარჩა – იცნობენ თუ არა მაჟორიტარ კანდიდატებსა და პარტიის პროგრამებს. რის მიხედვით გააკეთებენ არჩევანს და როგორია მათი შეფასებით წინასაარჩევნო გარემო.

რას ფიქრობენ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ახალციხეში

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია. ”სამხრეთის კარიბჭეს” მიერ გამოკითხულ რესპოდენტთა ნაწილი საუბარზე მხოლოდ იმ პირობით დაგვთანხმდა, თუ სტატიაში მათ სახელსა და გვარს არ გამოვიყენებდით. ნაწილმა კი ღიად საუბარი არჩია და ჩვენს კითხვებსაც ამომწურავად უპასუხა.

გამოკითხულთა უმრავლესობის განწყობა მოახლოებული არჩევნების მიმართ მაინც კრიტიკულია.

„დაპირება რამდენჯერ შეიძლება? 4 წელი, 8 წელი, 12 წელი ვარდების რევოლუცია, რომ იყო იმის მერე თავი მაქვს გამობიდნილი ამ დაპირება დაპირებებით. ერთი მოხერხდა რომ გზა გაკეთდა. წავალთ თუ არ წავალთ არჩევნებზე ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს,“ – ამბობს სოფელ ტატანისში მცხოვრები ტარიელ სამსონიძე.

მისგან განსხვავებით იმედიანად არის განწყობილი სოფელ წყალთბილაში მცხოვრები მარტიროს ვართანიანი.

„დაპირებები არ ვიცი, მაგრამ ჩემი არჩევანი უკვე გაკეთებული მაქვს, სოფელში ბევრი პრობლემა მოგვარდა ბოლო წლებში, ბევრიც მოსაგვარებელია და იმედია ეს პრობლემებიც მალე მოგვარდება, ამ ყველაფერს დაპირებების სახით ვიღებთ და იმედიც გვაქვს რომ შეასრულებენ,“ – ამბობს იგი.

სოფლის თავშეყრის ადგილზე შეკრებილი მოსახლეობა მხოლოდ „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატებს იცნობს. ამბობენ, რომ სხვა კანდიდატებზეც გაუგიათ, თუმცა არ დაინტერესებულან მათი გაცნობით.

მარტიროსის მსგავს ოპტიმიზმს ვერ იზიარებენ ქალაქ ვალეში, სადაც ამბობენ რომ არჩევნების მოახლოება დიდად არც იგრძნობა.

„ვისაც ფული აქვს, არჩევნებსაც ის იგებს, დაპირებებს კი ვიცნობ, მაგრამ ყველასი ერთია, ყველა ნათელ მომავალს გვპირდება და ეს სინათლე ჯერ ვერცერთი არჩევნების მერე ვნახეთ, არც ის ვიცი მივალ თუ არა არჩევნებზე,“ – ამბობს ქალაქ ვალეში მცხოვრები ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.

31 ოქტომბრის არჩევნებზე წასვლას და საკუთარი აზრის დაფიქსირებას გეგმავს ვალეში მცხოვრები, ნოდარი გოგილაშვილიც, თუმცა ამბობს, რომ არცერთი პოლიტიკური პარტიის სჯერა.

„ჯერ-ჯერობით მშვიდად მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესები, მერე რა იქნება კაცმა არ იცის. ყველას პროგრამას გავეცანი მედიის საშუალებით, თორემ ისე შეხვედრებზე დასასწრებად არ მცალია, შემოდგომაა და გლეხი მუშაობს. პროგრამები მომწონს, მაგრამ ისეთია რომ ვერ შეასრულებენ“, - თქვა გოგილაშვილმა.

რესპონდენტების დიდი ნაწილი მაინც ფიქრობს, რომ ხელისუფლებასაც და პარტიებსაც ხალხი მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდებათ. ამის მაგალითად კი გასული წლების არჩევნები და მხოლოდ დაპირებები მოჰყავთ, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც დაპირებების შესრულება/არ შესრულების მიუხედავად, ისევ „შეჩვეული პარტია ურჩევნია“.

„ისევ ძველი ჯობს, ახალი რომ მოვა რა იქნება? რამდენი შევცვალეთ და რაა, შეიცვალა რამე? არა. შეიძლება ახალმა შეცვალოს, მაგრამ უარესი რომ იყოს ისევ? მირჩევნია ისევ ძველი დარჩეს,“ – ამბობს სოფელ ტატანისში მცხოვრები კუკური სამსონიძე.

69 წლის კლდის მკვიდრი მზიანა ყავრელიშვილი 14 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან, ოთხს იცნობს. არჩევნებზე მისვლას გეგმავს, ამბობს, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, წინასაარჩევნო გარემო მშვიდი ჩანს.

„სოფელში ვისი პლაკატებიცაა გაკრული ყველას ვიცობ. ჩვენი ყველას ვალია არჩევნებზე მივიდეთ და აზრი დავაფიქსიროთ. გავეცანი დაპირებებსაც და სიმართლე გითხრათ ფანტასტიკური არაფერი წერია მათში, ყველაფრის გაკეთება და ასრულება შეიძლება“, - ამბობს ის.

კარნუშ გრიგორიანი ახალციხეში ცხოვრობს. მან უვე იცის, რომ ხმას არჩევნებზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემს. ამბობს, რომ მათ თავის დროზე ბევრი რამ გააკეთეს და იმედია აქვს რომ „მთავრობაში კვლავ მობრუნდებიან“.

„ვინაა პრეზიდენტი და ვინაა პრემიერ–მინისტრი წესიერად არც კი ვიცი. ხალხს არ ხვდებიან, არ მოდიან ჩვენთან. მინდა, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს. ენმ-ს პროგრამა მომწონს. ადრე ახალციხეში როგორი მდგომარეობა იყო, ასფალტი, არაფერი გვქონდა და მათ ყველაფერი გააკეთეს,“ – ამბობს იგი.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დაპირებების არ სჯერა სოფელ ზველში მცხოვრებ ახალგაზრდას, მიუხედავად ამისა, არჩევნებზე წასვლას მაინც გეგმავს: „ამდენი დაპირებაა, ხომ შეიძლება რომ ვინმეს მართლა დაეხმარონ. არ მჯერა არც ერთის. ჩემს სოფელში იყვნენ კანდიდატები, თუმცა მე მარტო ლეიბორისტების შეხვედრას დავესწარი. სიმართლე გითხრათ რამე შეუსრულებელს არ საუბრობდნენ, თუმცა მაინც არავინ ასრულებს. არც ერთი პარტია მომწონს და არ ვიცი მხარი ვის უნდა დავუჭირო“.

განახლებულ პარლამენტს საქართველოში 31 ოქტომბერს, ისტორიაში პირველად 120/30 მოდელით აირჩევენ. ახალციხე–ადიგენი–ასპინძა–ბორჯომის ოლქში მაჟორიტარობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის.


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენი და არჩევნები
როგორია მოსახლეობის პოლიტიკური განწყობა ჯავახეთის სოფლებში
წინასაარჩევნო განწყობები აბასთუმანში
ახალციხის სოფლები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე

NDI:  17% „ოცნებას“ 13% კი „ნაციონალებს“ უჭერს მხარს
როგორი იყო წინასაარჩევნო პერიოდები 2012 და 2016 წლის არჩევნებზე – NDI
'გააჩნია რა ამინდი იქნება, თუ იწვიმა, არ წავალ' – ხალხის აზრი არჩევნებზე [გამოკითხვა]