რობერტ გაჩეჩილაძე: გააჩნია რა ამინდი იქნება, თუ იწვიმა, არ წავალ. სად იქნება არჩევნები, ეგეც არ ვიცი. ახლა, რომ გააერთიანეს, სად ჩატარდება არ ვიცი. მოსახლეობისთვის, გლეხობისთვის სულ ერთია, მთავარია ისე ჩატარდეს, მსხვერპლი არ იყოს. ვინც მოვა ხელისუფლებაში, მაინც თავის თავზე მოირგებს კონსტიტუციას.
მურმან ხარშილაძე: მივდივარ არჩევნებზე. იმიტომ არის არჩევნების ჩატარება აუცილებელი, რომ ყველამ თავისი აზრი უნდა გამოთქვას. ახლა ეგენი კონსტიტუციას თავის ჭკუაზე მოაწყობენ, გლეხს ვინ ეკითხება?! ალბათ გვეტყვიან რა უნდა გააკეთონ, ვნახოთ რას დაგვპირდებიან.
ლია ხუციშვილი: რა თქმა უნდა, უნდა წავიდეს, ვისაც ესმის. თავისი არჩევანი, თავისი ხმა არ უნდა დაკარგოს. არჩევნებით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, აბა როგორ?!
გურგენ არუთუნიანი: თუ არის არჩევნები, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ავირჩიოთ.
ნოდარი ქურდაძე: რა თქმა უნდა, უნდა წავიდე. ისე მაინც ძალაა, თუ არ წახვედი არაფერი შეიცვლება. ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შიეცვალოს, აბა ომი ვის უნდა?!
რეზო დევაძე: მივალ, აბა რას ვიზამ? ეგრეა საჭირო, რომ მივიდე. კარგია არჩევნები რომ ტარდება, აუცილებელია.
ზვიადი დეკანოიძე: აუცილებლად მივალ და ხმას სასურველ კანდიდატს მივცემ. ჩვენ რა ვიცით, რატომ არის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი არჩევნები?! სოფლელი ხალხი ვართ.
ვიკენტი ჩინჩალაძე: შეიძლება არ წავიდე არჩევნებზე, არ ვიცი. ჩვენ არავინ არ გვეკითხება. მე მინდა, რომ წესიერად ჩატარდეს ყველაფერი.
ამირან ქიმერიძე: იმიტომ უნდა წავიდე, რომ რაღაცა უკეთესობა იყოს ამასთან შედარებით. აბა ომით რად მინდა ხელისუფლების შეცვლა?! ამ არჩევნებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. საკანონმდებლო ორგანოა პარლამენტი, რომელმაც კონტროლი უნდა გაუწიოს მთავრობას, მაგრამ როგორ უწევს ეს საკითხავია.
მზია გაჩეჩილაძე: აუცილებლად ვაპირებ არჩევნებზე წასვლას. სიმშვიდისთვის, ქვეყნისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია არჩევნები. პარლამენტს ხალხის უფლებების დაცვა ევალება, მაგრამ იცავენ?! ბევრგან ირღვევა. პრეზიდენტს ბევრი უფლება აქვს შეზღუდული, რასაც ვუყურებ, იმას ვამბობ, პრემიერს აქვს უფრო მეტი უფლებები.
თამაზ გაჩეჩილაძე: ჩემი არჩევანი უნდა დავაფიქსირო, რომ ჩემი ბიულეტენი სხვამ არ გამოიყენოს სათავისოდ. ჩვენ არ ვართ იმხელა ქვეყანა, რომ რევოლუციები ვატაროთ. არჩევნები რომ ჰქვია, უნდა ჩატარდეს ისე, როგორც საჭიროა. იმედით ცოცხლობს ეს ხალხი, იმიტომ აკეთებს არჩევანს, რომ მაგათი იმედი აქვთ.
ალექსანდრე ყურმაშვილი: უნდა მივიდეთ, ერთადერთი ჩვენი ვალი ეგ არის. ჩვენი ქვეყანა იმ დონეზე არ არის, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს, შეგიძლია ხმა ერთი ბოთლი „პივითაც“ იყიდო. ეს არ არის არჩევნები, უბრალოდ ვისაც უნდა, ის იმარჯვებს.
გია წიქარიშვილი: კი, როგორ არ მივიღებ მონაწილეობას. კიდეც გავალ და ჩემ არჩევანს გავაკეთებ ისე, როგორც ქართველ კაცს ეკუთვნის. ის არის კარგი, ვისაც ვირჩევთ, მაგრამ, რომ არ ამართლებენ, ეს ცუდია.
[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]
!['გააჩნია რა ამინდი იქნება, თუ იწვიმა, არ წავალ' – ხალხის აზრი არჩევნებზე [გამოკითხვა] 'გააჩნია რა ამინდი იქნება, თუ იწვიმა, არ წავალ' – ხალხის აზრი არჩევნებზე [გამოკითხვა]](/uploads/posts/2016-09/1472709380_byebbbbb-bbbb2-1.jpg)
!['გააჩნია რა ამინდი იქნება, თუ იწვიმა, არ წავალ' – ხალხის აზრი არჩევნებზე [გამოკითხვა] 'გააჩნია რა ამინდი იქნება, თუ იწვიმა, არ წავალ' – ხალხის აზრი არჩევნებზე [გამოკითხვა]](/uploads/posts/2016-09/1472709412_byebbbbb-bbbb1-1.jpg)
სამხრეთის კარიბჭეს" პროექტი,
'ინფორმირებული არჩევანი – დემოკრატიის საფუძველი'
ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების,
რეფორმებისა და სწავლების ცენტრის
ფინანსური მხარდაჭერით