FM97.5 / LIVE

ადიგენი და არჩევნები

მთავარიარჩევნები 26.09.2012
რას ფიქრობენ მოახლოვებულ არჩევნებზე ადიგენში, იცნობენ თუ არა მაჟორიტარ კანდიდატებსა და პარტიის პროგრამებს. რის მიხედვით გააკეთებენ არჩევანს და რას ელოდებიან არჩევნების შემდგომ პერიოდში.

ადიგენი და არჩევნები

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა დამოკიდებულება არაერთგვაროვანია.

”სამხრეთის კარიბჭეს” მიერ გამოკითხული 12 რესპოდენტიდან უმრავლესობა პოზიტიურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ არჩევნების შემდგომ მუნიციპალიტეტში ცხოვრების პირობები გაუმჯობესდება. ამ დასკვნას პარიტებისა და კანდიდატების დაპირებების საფუძველზე აკეთებენ.

თუმცა, მსგავს ოპტიმიზმს ყველა ვერ იზიარებს. რესპონდენტების ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებასაც და პარტიებსაც ხალხი მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდებათ. ამის ნათელი მაგალითი გასული წლების არჩევნები და დაპირებებად დარჩენილი დაპირებებია.

გამოკითხულ რესპონდენტთა ნაწილი ამბობს, რომ პარტიების პროგრამებს უკვე გაეცნო და გადაწყვეტილებაც მიღებული აქვს. ნაწილი პროგრამებს არ იცნობს და არჩევანის გაკეთებას ისე აპირებს, მათ გაცნობას საჭიროდ არც მიიჩნევს. იყვნენ ისეთებიც, ვინც გვითხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდს ბევრ საკითხებში არ ეთანხმება, არჩევანს მაინც მის სასარგებლოდ აპირებს, რადგან სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს.

რაც შეეხება პრესასთან ღიად საუბარს, უმრავლესობამ კომენტარზე უარი გვითხრა. ვინც ღიად გვესაუბრა, ყველამ მმართველი გუნდის მხარდაჭერა გამოხატა. ისინი კი, ვისი კეთილგანწყობაც ოპოზიციური ძალების მისამართით იხრებოდა, მხოლოდ პირად საუბარსა და ანონიმებად დარჩენაზე დაგვთანხმდნენ.

პასუხს ყველა რესპონდენტს ერთსა და იმავე კითხვებზე ვთხოვდით - იცნობენ თუ არა მაჟორიტარ კანდიდატებსა და პარტიის პროგრამებს. რის მიხედვით გააკეთებენ არჩევანს და რას ელოდებიან არჩევნების შემდგომ პერიოდში.

ირმა ზაზაშვილი, დაბა ადიგენი, (დასაქმებულია, თუმცა სად არ ამხელს): ”ყველა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს ვიცნობ, მეტნაკლებად ვიცი მათი პარტიის პროგრამებიც, მაგრამ მხარს ზურაბ ჩილინგარაშვილს ვუჭერ. დარწმუნებილი ვარ უმრავლესობა ხმას მისცემს და გაიმარჯვებს. ”ნაციონალური მოძრაობის” პროგრამა უფრო სანდო და რეალურია”.

ნონა ლობჟანიძე, დაბა ადიგენი, უმუშევარი: ”მეც და ჩემი მეუღლეც უმუშევრები ვართ. არანაირი შემოსავალი არ გვაქვს, მაგრამ მხარს მაინც ამ მთავრობას ვუჭერ. იმიტომ კი არა რომ ვინმესი მეშინია, ამაზე კარგი კანდიდატი არ გვყავს. სხვა ვინ უნდა მოვიდეს?! ღმერთმა დაგიფაროს”

ბადრი ჩიტორელიძე, დაბა ადიგენი: ”არის პერსპექტივები, ყველა გვპირდება და შეიცვლება რაღაც. ზურა ჩილინგარაშვილის ვიცნობ, კარგი კაცია, მჯერა, რომ ეს პარტია სოფლის მეურნეობას ააღორძინებს. ვაუჩერების დარიგებასაც გვპირდებიან. ალბათ გლეხებსაც გვეშველება”.

შუახნის ქალბატონი, სოფელი მოხე: ”ისეთ კანდიდატს შემოვხაზავ ვინც მეტ სამუშაო ადგილებს შექმნის და ვინც სოფლის ახალაზრდობას დაასაქმებს”.

რომან ბარბაქაძე, მეწაღე: ”პირველი ჯგუფის ინვალიდი ვარ, შვიდსულიან ოჯახში შემოსავალი მარტო მე შემაქვს. ერთადერთი რეალური კანდიდატი მხოლოდ ნაციონალურ პარტიას ყავს”.

მურად კიკაბიძე, პენსიონერი: ”მმართველ პარტიას ვაძლევ ხმას, თუმცა ბევრ საკითხებში არ ვეთანხმები. მაგალითად, მილიონები იხარჯება კონცერტებისთვის, სახელმწიფო მოხელეების ხელფასებისთვის, მათი მანქანებისთვის, თურმე სახელმწიფოს აქვს ამის საშუალება. ხომ შეიძლება პენსიონერსაც მოუმატონ პენსია და ცოტა ჩვენს ამოვისუნთქოთ?! ყველა პარტიას საარჩევნო პროგრამები ერთმანეთისგან აქვს გადაქსეროქსებული. ყველა გვპირდება გამარჯვების შემთხვევაში უკეთეს ქვეყანაში ცხოვრებას, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ყველა უნდა წავიდეთ არჩევნებზე და საკუთარი არჩევანი დავაფიქსიროთ. პირველ ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება”.

35 წლის მამაკაცი, სოფელი შოლავერი: ”კანდიდატებს ყველას არა, მაგრამ პარტიებს ყველას ვიცნობ და ვიცი ვინ რას გვპირდება. მაგრამ არცერთი დაპირების არ მჯერა, ბევრი მოგვისმენია, შესრულებული ცოტა გვინახავს. დამთავრდება არჩევნები და არცერთი კანდიდატი ერთხელაც არ ჩამოვა რაიონში ხალხთან. არჩევნებზე მივალ, რის მიხედვით გავაკეთებ არჩევანს ეგ ჩემი საქმეა”.

მალხაზ ვაშაყმაძე, სოფელი ნამინაური: ”ნაციონალი ვარ და მათ პარტიაში ვიქნები ბოლომდე. სხვა პარტიები არ ვიცი და არც მაინტერესებს. მჯერა, ჩვენ გავიმარჯვებთ და რასაც გვპირდებიან ყველაფერი შესრულდება”. (ს.კ.საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება თუ საპარლამენტო ვერ აკონკრეტებს).

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რას ფიქრობენ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ახალციხეში
ვის აირჩევს ახალქალაქი?
NDI:  17% „ოცნებას“ 13% კი „ნაციონალებს“ უჭერს მხარს
დღის კითხვა: ვადამდელი არჩევნები რომ დაინიშნოს, ვის მისცემთ ხმას [Video]
წინასაარჩევნო განწყობები აბასთუმანში

NDI: გამოკითხულთა 74%–მა არ იცის არჩევნებში ვის მისცემს ხმას