FM97.5 / LIVE

როგორი იყო წინასაარჩევნო პერიოდები 2012 და 2016 წლის არჩევნებზე – NDI

მთავარისიახლე, პოლიტიკა 18.01.2017
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები 2012 წლის არჩევნებს უფრო ცუდად აფასებენ, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები აცხადებენ, რომ 2016 წელს უფრო მეტი ძალადობა და ზეწოლა იყო ვიდრე 2012 წლის არჩევნების პერიოდში.

როგორი იყო წინასაარჩევნო პერიოდები 2012 და 2016 წლის არჩევნებზე – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2012 წლისა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედარებისას, მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ ორივე არჩევნებზე ძალადობის და ზეწოლის დონე მცირე იყო ან საერთოდ არჰქონია ადგილი.

თუმცა, პარტიების მხარდამჭერების მოსაზრებებს თუ შევადარებთ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები 2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდს აფასებენ უფრო დადებითად, „ნაციონალური მოძრაობის“ მარდამჭერები კი პირიქით, ამბობენ, რომ 2012 წელს გაცილებით დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო იყო.

NDI–ს დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 24% ფიქრობს, რომ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში უფრო მეტი ძალადობა იყო, ვიდრე 2016 წელს, მაშინ როცა ასე, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა მხოლოდ 7% ფიქრობს.

და, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მხოლოდ 5% ფიქრობს, რომ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში უფრო მეტი ძალადობა იყო, ვიდრე 2012 წელს, მაშინ როცა, ასე ფიქრობს, ენმ–ს მხარდამჭერთა 35%.

არცერთი არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობას არ ჰქონია ადგილი, ფიქრობს, „ოცნების“ მხარდამჭერთა 56% და ენმ–ს მხარდამჭერთა 36%.

როგორი იყო წინასაარჩევნო პერიოდები 2012 და 2016 წლის არჩევნებზე – NDI

რაც შეეხება ზეწოლას წინასაარჩევნო პერიოდში, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში უფრო მეტი ზეწოლა იყო, ვიდრე 2016 წელს, – ასე ფიქრობს ‘ოცნების’ მხარდამჭერთა 22% და ენმ–ს მხარდამჭერთა 6% და პირიქით, 2016 წელს უფრო იყო ზეწოლა, ვიდრე 2012–ში, ფიქრობს, ‘ოცნების’ მხარდამჭერთა 4% და ენმ–ს მხარდამჭერთა 38%

როგორი იყო წინასაარჩევნო პერიოდები 2012 და 2016 წლის არჩევნებზე – NDI

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე, პოლიტიკური ნაწილი ნაწილი დღეს წარადგინა.

გამოკითხვა 2016 წლის 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

NDI: არჩევნებზე მისული ამომრჩევლების უმეტესობამ გადაწყვეტილება საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე მიიღო
NDI:  ‘ოცნება’ – 40%, ენმ – 10%
ევროპასა და ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა – NDI
NDI: 48% ფიქრობს, რომ პარლამენტარები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ
საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას,  ახალციხელთა 64% ემხრობა – NDI
NDI: გამოკითხულთა 63%-ის აზრით, კრიმინალის დონე გაიზარდა
NDI: გენდერული კვოტირება მნიშვნელოვანია გამოკითხულთა 54%–სთვის