FM97.5 / LIVE

‘ადგილი არ გვაქვს’ - ახალციხის სამედიცინო დაწესებულებები ცხელებიან პაციენტებს ვეღარ იღებენ

მთავარისიახლე, კორონავირუსი 21.10.2020
ახალციხის ორ სამედიცინო დაწესებულებაში ცხელებიან პაციენტს ვერ იღებენ, კლინიკებში ამბობენ, რომ პაციენტებით გადავსებულია. 57 წლის კაცი, რომელსაც მეორე დღეა ტემპერატურა აქვს, საავადმყოფოს ეზოში დგას და ელოდება, როდის გამოჩნდება მისთვის ადგილი.

‘ადგილი არ გვაქვს’ - ახალციხის სამედიცინო დაწესებულებები ცხელებიან პაციენტებს ვეღარ იღებენ

ვალეში მცხოვრები 57 წლის კაცი ამბობს, რომ მეორე დღეა ტემპერატურა აქვს. დაუკავშირდა ოჯახის ექიმს, რომელმაც ურჩია, რომ საავადმყოფოში გადასულიყო. პირველად იგი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მივიდა, თუმცა მიღებაზე უარი უთხრეს. ასეთივე უარით გაისტუმრეს კლნიკა „იმედიდანაც“.

„ახლა კლინიკა „იმედთან“ ვდგავარ და არ ვიცი რა ვქნა. სასწრაფო არ მუშაობს ახალციხეში, საკუთარი მანქანით წამოვედი, ზემოთ საავადმყოფოში მივედი და ადგილი არ გვაქვსო, მერე „იმედში“ ჩამოვედი და აქაც ადგილი არ გვაქვსო. სიცხე მაქვს 37.5 საღამოობით უფრო მიწევს მაღლა.

უბნის ექიმმა მითხრა ჩადი ახალციხეში, გამოცხადდი ცხელების ცენტრშიო. ჩამოვედი და აქ ადგილი არ არის“, - განმარტავს ცხელებიანი კაცი „სამხრეთის კარიბჭესთან“.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა შეხება ინფიცირებულთან ან რატომ ეჭვობს, რომ შესაძლოა კოვიდით იყოს ინფიცირებული, პასუხობს, რომ მისი სამუშაო ადგილიდან გამომდინარე რისკი მაღალია: „მე ისეთ ადგილზე ვმუშაობ რომ ათასი ადამიანი დადის, ბენზინგასამართ სადგურზე ვმუშაობ. არ ვარ დაზღვეული არაფრისგან. სხვა სიმპტომები არ მაქვს, მაგრამ მეორე დღეა სიცხე მაქვს, ხან ანტიბიოტიკი მივიღე, ხან დამწევი“.

არის თუ არა საავადმყოფოებში ცხელებიანი პაციენტებისთვის ადგილი, ამისი გარკვევა თავად სამედიცინო დაწესებულებებში ვცადეთ.

„არ გვაქვს ადგილი და ვერ მივიღებთ“, - განმარტა რეფერალური ჰოსპიტალის ხელმძღვანელმა რეზო კუჭუხიძემ.

იგივე პასუხი აქვთ კლინიკა „იმედში“: „ჩვენ ადგილები აღარ გვაქვს, სავსეა საავადმყოფო“, - განაცხადა კლინიკა „იმედის“ დირექტორმა გიორგი ბარძიმაძემ.

მოგვიანებით ბარძიმაძე „სამხრეთის კარიბჭეს“ თავად დაუკავშირდა და განმარტა, რომ შესაძლოა ადგილი გამოჩნდეს: „ახლა საავადმყოფო სავსეა, მაგრამ პაციენტების ანალიზების პასუხებს ველოდებით და მერე თუ გავიდა ხალხი, გვექნება ადგილი“.

როგორ უნდა მოიქცეს ცხელებიანი პირი, სანამ საავადმყოფოებში ადგილი გამოჩნდება, უცნობია.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კლინიკა ‘იმედი’ და ‘აბასთუმნის ფილტვის ცენტრი’ ცხელების ცენტრებად გადაკეთდა
ახალციხის ‘ცხელების ცენტრიდან’ გაგზავნილი ანალიზების პასუხები ცნობილია
‘საქართველოში 40-მდე კლინიკა მზად არის ცხელებიანი პაციენტების  მისაღებად’ – თამარ გაბუნია
კაცს, რომელიც ახალციხეში გასვენებაში იყო კორონავირუსი დაუდასტურდა
'ახალციხის ციხეზე' ქვედა საპარკინგე ადგილი ჩაკეტეს
საავადმყოფოებში ბაგა–ბაღის აღსაზრდელების მიმართვიანობამ იკლო
'შოთაობის' დღესასწაულზე სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ