FM97.5 / LIVE

კლინიკა ‘იმედი’ და ‘აბასთუმნის ფილტვის ცენტრი’ ცხელების ცენტრებად გადაკეთდა

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 22.04.2020
სამცხე–ჯავახეთში ცხელების ცენტრის სტატუსის მქონე ორი კლინიკა იქნება. საჭიროების შემთხვევაში ცხელებიან პაციენტებს მიიღებენ რეგიონში მდებარე სხვა სამედიცინო დაწესებულებებიც.

კლინიკა ‘იმედი’ და ‘აბასთუმნის ფილტვის ცენტრი’ ცხელების ცენტრებად გადაკეთდა

ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის, ეკა ადამიას განმარტებით, სამცხე–ჯავახეთში „ცხელების ცენტრის“ სტატუსი ორ კლინიკას ექნება.

„ნებისმიერ სტაციონარში უნდა იყოს ადგილი, სადაც მიიღებენ ცხელების მქონე პაციენტებს, ხოლო ნაკადურად, სამცხე–ჯავახეთში ეს მოხდება კლინიკა იმედსა და აბასთუმნის ფილტვის ცენტრში“, – გვითხრა ეკა ადამიამ.

მისივე თქმით, კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, პაციენტები მკურნალობას იმ დაწესებულებებში გაარძელებენ, სადაც კოვიდინფიცირებულები ჰყავთ.

ამის შესახებ შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 17 აპრილს გამოსცა.

N253 დადგენილების N1 და N2 დანართების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით COVID-ინფექციის სამართავად მობილიზებულია 44 სამედიცინო დაწესებულება ასევე, დადგენილებით განსაზღვრული ყველა დაწესებულება ვალდებულია, გამოყოს პასუხისმგებელი პირები COVID-19-ის ტესტირებისთვის შესაფერისი ბიოლოგიური მასალის აღებაზე, სწრაფი ტესტების შესრულებაზე, შესაფერის შემთხვევაში, გამოსაკვლევი მასალის შენახვასა და ტრანსპორტირებაზე.

გარდა ამისა, დადგენილებაში ნათქვამია, რომ განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე სამედიცინო პერსონალი – ექიმი, ექთანი, სანიტარი, რომელიც ამავდროულად დასაქმებულია სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, ვალდებულია, ეპიდემიის პერიოდში დასაქმდეს მხოლოდ კოვიდ-19-ის მართვისთვის განსაზღვრულ დაწესებულებებში. ნებისმიერი სხვა სამედიცინო დაწესებულება კი, ვალდებულია, აღნიშნულ სამედიცინო პერსონალს შეუნარჩუნოს სამუშაო ადგილი.

აქამდე ცხელებიანი პაციენტები რეგიონის ოთხ სამედიცინო ცენტრში შეჰყავდათ, აღნიშნულ დაწესებულებებში პაციენტები შედიოდნენ როგორც თვითდინებით, ასევე საკარანტინო ზონიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ.

"სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს ჩაუტარდათ ტრენიგები, ისინი წყვეტენ გამოძახების შემდეგ სად გადაიყვანონ პაციენტები. კარანტინიდან თუ იქნება გამოძახება, პაციენტს წაიყვანენ პირდაპირ ცხელების ცენტრში, მაგრამ თუ არის ისეთი პაციენტი, რომელსაც არ ჰქონია შეხება კორონავირუსით ინფიცირებულთან, ჩემი ძველი პაციენტია, ქრონიკული დაავადება აქვს და ხშირად აძლევს სიცხეს, ამას მე მივიღებ. აქვე გეტყვით, რომ კანონი გვავალდებულებს და მივიღებთ ნებისმიერ ცხელებიან პაციენტს, ამის შემდეგ კი ვმართავთ სიტუაციას, გავუკეთებთ ტესტს, თუ დაუდასტურდა ინფექცია გადავიყვანთ შესაბამის დაწესებულებაში", – ამბობს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერი, რევაზ კუჭუხიძე.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში არსებული ‘ცხელების ცენტრი’ გაუქმდა
ახალციხის ‘ცხელების ცენტრიდან’ გაგზავნილი ანალიზების პასუხები ცნობილია
COVID-19: ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ 4 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან
სამცხე–ჯავახეთში ცხელების ცენტრები გაიხსნა
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ კორონავრუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ კორონავირუსის მეხუთე შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ მყოფ 6 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა