FM97.5 / LIVE

ეროვნული გამოცდების პირველი სესია მთავრდება

მთავარისაზოგადოება » განათლება 28.06.2012
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი გამოცდის პირველი სესიის დასრულებამდე 15 წუთი რჩება. აბიტურიენტთა ნაწილმა გამოცდა უკვე დაასრულა.

ეროვნული გამოცდების პირველი სესია მთავრდება

ახალციხის საგამოცდო ცენტრში პირველ სესიაზე დარეგისტრირებული 208 აბიტურიენტიდან მხოლოდ 8 არ გამოცხადდა. პირველი გამოცდიდან პირველი აბიტურიენტი 10:40 საათზე გამოვიდა. მისი თქმით, გამოცდა რთული არ იყო.

ჯამში, ახალციხის საგამოცდო ცენტრში, რომელიც ერთ-ერთია საქართველოს მასშტაბით გახსნილი 17 საგამოცდო ცენტრიდან, 1024 აბიტურიენტი აბარებს.

2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 8 საათზე, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესია კი 9 საათზე დაიწყო.

ტრადიციულად აბიტურიენტებს, მხოლოდ საგამოცდო ბარათის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და სასმელი წყლის შეტანა შეეძლოთ.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 4 სესიად ჩატარდება. გამოცდის მეორე სესიისთვის რეგისტრაცია 14 საათზე დაიწყება, გამოცდა კი - 15 საათზე.

- “იმის გამო, რომ ჩვენთან მაგისტრანტების გამოცდები არ ბარდება, არის გამონაკლისი დღეები, როდესაც გამოცდა მხოლოდ ერთ სესიად ჩატარდება”,- ამბობს საგამოცდი ცენტრის ადმინისტრატორი გელა ინასარიძე.

რეგიონის მაშტაბით წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 1024 ათასი აბიტურიენტი და გრანტის გაუმჯობესების მიზნით 57 სტუდენტი დარეგისტრირდა. 1237 პედაგოგი კი სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის ემზადება.

გელა ინასარიძის თქმით წინა წლებისგან განსხვავებით წელს მშობლებს გამოცდის პროცესის თვალყურის საშუალება აღარ აქვთ: “წელს საგამოცდო ცენტრებში ახალი, ციფრული კამერები დამონტაჟდა, რომელიც ტელევიზორის სისტემაზე არ მუშაობს. ამის გამო წელს მშობლებს შვილებისთვის თვალყურის დევნების საშუალება აღარ აქვთ”.

ასეთი ფორმატით ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს უკანასკნელად ტარდება. მომავალი წლიდან ახალი საგამოცდო მოდელი 8+1 ამოქმედდება.

ხვალ აბიტურიენტები გამოცდას ისევ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ, ისევ ორ სესიად.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ისტორიის გამოცდაზე 9 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
გეოგრაფიის გამოცდის პირველ სესიაზე 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ახალციხის საგამოცდო ცენტრში ორი აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ეროვნული გამოცდების პირველი დღე დასრულდა
ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდის  მეორე სესიაზე 6 აბიტურიენტი არ გამოცხადდა