FM97.5 / LIVE

რა ქონებას ფლობს სამცხე-ჯავახეთის ახალი გუბერნატორი

მთავარიეკონომიკა 13.12.2013
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთის ახალ გუბერნატორს აკაკი მაჭუტაძეს აქვს 75.00 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში და 2500.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი სოფელ ჭყვიშში.

რა ქონებას ფლობს სამცხე-ჯავახეთის ახალი გუბერნატორი
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც სამცხე-ჯავახეთის ახალ გუბერნატორს, მიმდინარე წლის 14 აგვისტოს აქვს შევსებული, გუბერნატორის ბინა თბილისში ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარეობს.

დეკლარაციის მიხედვით, 39 წლის გუბერნატორის ოჯახის წევრების საკუთრებაში 10 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ქონება (ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშების ან/და შენატანის, ნაღდი ფულადი თანხის გარდა) არ არის. არც გუბერნატორი და არც მისი ოჯახის წევრები ფასიან ქაღალდებს ფლობენ .

დეკლარაციის მიხედვით, მაჭუტაძეს იმ დროისთვის სახელფასო ანგარიშზე თანხა არ ჰქონდა. რაც შეეხება ნაღდ ფულს, იმ დროისათვის მას ნაღდი ფულადი თანხის სახით 5 000 ლარი ჰქონდა.

ამ დროისთვის უცნობია, რა ანაზღაურება აქვს მას მიღებული გუბერნატორად დანიშვნამდე დაკავებული თანამდებობიდან. დეკლარაციის მიხედვით, ცნობილია 2012 წლის განმავლობაში გამომუშავებული თანხის ოდენობა. მაჭუტაძემ, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა 2012 წელი 58 150 ლარი შემოსავალი მიიღო.

აღნიშნულ პერიოდში (2012 წლის განმავლობაში ) მას ან მისი ოჯახის წევრს 500 ლარზე მეტი ღირებულების ფასიანი საჩუქარი მიღებული არ აქვს. ასევე აღნიშნულ პერიოდში მაჭუტაძეს მანქანის გაყიდვით მიღებული აქვს 2 000 დოლარი.

შეგახსენებთ, აკაკი მაჭუტაძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად დღეს, 13 დეკემბერს დაინიშნა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა ქონებას ფლობს სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი კახა სამხარაძე
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის ქონება და ხელფასები
რა ქონებას ფლობს ავთანდილ გალდავა
რა ქონებას ფლობს სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი
სამი მიწის ნაკვეთი და ერთი ბინა – რა იყიდა კალანდაძემ რეგიონში მუშაობისას
რა ქონებას ფლობს ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე
დღეიდან დაუბეგრავი მინიმუმის თანხების ჩარიცხვა იწყება