FM97.5 / LIVE

რა ქონებას ფლობს სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.08.2018
ბინა და ავტოფარეხი თბილისში, ორი მიწის ნაკვეთი კი მცხეთაში – რა ქონებას ფლობს სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი.

რა ქონებას ფლობს სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი
ფოტო:ნეტგაზეთი

ბესიკ ამირანაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის 26 ივლისს შეავსო.

ამირანაშვილმა 2018 წელს, იმერეთის რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე ყოფნის დროს მცხეთაში, სოფელ კოტორაანთკარში ორი მიწის ნაკვეთი შეიძინა, ერთი ნაკვეთის ფართობია 595 კვ.მეტრი, ხოლო მეორე ნაკვეთის 600 კვ.მეტრი ორივე ნაკვეთში ჯამში 10 000 დოლარი გადაიხადა.

დეკლარაციის მიხედვით, ბესიკ ამირანაშვილის სახელზეა თბილისში, ბახტრიონისა და ფანასკერტელის ქუჩების მიმდებარე ფერდობზე 106,53 კვ.მეტრი ფართის ბინა და 19,2 კვ.მეტრი ავტოფარეხი. ამირანაშვილმა 2014 წელს ბინა 65 000 დოლარად, ავტოფარეხი კი 5 000 დოლარად შეიძინა.

სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი 25%–იანი წლის მფლობელია მცხეთაში, სოფელ გალავანში მდებარე აგარაკის ( 2500 კვ.მ) და ორი მიწის ნაკვეთის (5200 კვ.მ და 1600 კვ.მ), რომელიც მემკვიდრეობის სახით 2005 წელს გადაეცა.

დეკლარაციის შევსების დროს ბესიკ ამირანაშვილს „საქართველოს ბანკში“ სახელფასო ანგარიშზე 3 000 ლარი უფიქსირდება.

ბესიკ ამირანაშვილმა შსს–ს პირველ მოადგილედ მუშაობის დროს, 2017 წლის 1 იანვრიდან 9 ივნისამდე ხელფასის სახით აიღო 65 543 ლარი.

ამავე წლის 16–დან 18 ნოემბრამდე, შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის პირადი დაცვის სპეციალური სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის პოზიციაზე ყოფნის დროს მიიღო 140 ლარი.

2017 წლის 18 ნომებრიდან 31 დეკემბრამდე შსს იმერეთის, რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე ყოფნისას ხელფასის სახით დაერციხა 9 244 ლარი.

ბესიკ ამირანაშვილს 2015 წლის 4 ნოემბერს აღებული აქვს სამომხმარებლო სესხი „საქართველოს ბანკიდან“ 8 500 დოლარი, წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გადაიხადა 2 265 დოლარი. სესხი 2020 წლამდე უნდა დაფაროს.

ასევე მას, 2014 წლის 29 ივლისს აღებული აქვს იპოთეკური სესხი იმავე ბანკიდან 35 607 დოლარის ოდენობით, წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გადახდილი აქვს 6 998 დოლარი. აღნიშნული სესხი ამირანაშვილმა 2018 წლის 1 აგვისტოს დაფარა.

შეგახსენებთ, რომ ბესიკ ამირანაშვილი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 20 აგვისტოს წარადგინა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა ქონებას ფლობს სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი კახა სამხარაძე
პრემიერმა ბესიკ ამირანაშვილი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად წარადგინა
7 მიწის ნაკვეთი და 7 სახლი – რა ქონებას ფლობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის ქონება და ხელფასები
სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი მუშაობას ხვალიდან შეუდგება
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი შს მინისტრის ყოფილი მოადგილე იქნება
ახალ გუბერნატორს სამცხე–ჯავახეთში სოზარ სუბარი წარადგენს