FM97.5 / LIVE

სამი მიწის ნაკვეთი და ერთი ბინა – რა იყიდა კალანდაძემ რეგიონში მუშაობისას

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 15.08.2017
სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა რეგიონში მუშაობის ოთხი წლის განმავლობაში, სამი მიწის ნაკვეთი და ერთი ბინა შეიძინა.

სამი მიწის ნაკვეთი და ერთი ბინა – რა იყიდა კალანდაძემ რეგიონში მუშაობისას

თეიმურაზ კალანდაძე სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად 4 წელი მუშაობდა. იგი ამ პოზიციაზე 2013 წლის 26 ნოემბერს დაინიშნა. კალანდაძე მაშინ რეგიონში მცხეთის რაინული სამმართველოდან გადმოიყვანეს, სადაც, ასევე უფროსის პოზიცია ეკავა.

2014 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, თეიმურაზ კალანდაძე არ ფლობს რაიმე ტიპის კერძო საკუთრებას, ბინას ან მიწის ნაკვეთს.

ამ დეკლარაციის მიხედვით, ორი ბინა და ორი არასაცხოვრებელი ფართი ფიქსირდება კალანდაძის ოჯახის წევრებზე, მამასა და დედაზე.

მამა, გიორგი კალანდაძე, არასაცხოვრებელ ფართებს ფლობს, თბილისში, ჭოველიძის ქუჩაზე, N27-ში, მოცულობით – 11.37
კვ.მ და ამავე ქუჩაზე, N24-ში, მოცულობით – 75.84 კვ.მ

რაც შეეხება ბინებს, მამა, გიორგი კალანდაძე ფლობს ასევე ჭოველიძის ქუჩაზე, იქ სადაც არასაცხოვრებელ ფართი აქვს, ბინას, რომლის მოცულობა 77.05 კვ.მ–ია. დედის, კარინე კალანდაძის სახელზეა რეგისტრირებული გლდანში, მე-18 კორპუსში, 66.15 კვ.მ საცხოვრებელი ფართი.

სამცხე–ჯავახეთში მუშაობის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, 2015 წელს, თეიმურაზ კალანდაძემ დუშეთში, სოფელ ილტოზაში შეიძინა მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობია - 1200.00 კვ.მ

2016 წელს კალანდაძემ კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი იყიდა, – დაბა ბაკურიანში, „დიდველზე“, 1079.50 კვ.მ.

2017 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, თეიმურაზ კალანდაძის სახელზე არსებულ მიწის ნაკვეთებს კიდევ ერთი ემატება, ბორჯომში, სადგერში, 400,00 კვ.მ. ამავე დეკლარაციის მიხედვით, იგი ფლობს ბინას ბათუმში, ტბელ აბუსელის N51–ში, 47,50 კვ.მ ფართით, რომლის ღირებულება 14200 დოლარია.

დეკლარაციების მიხედვით ირკვევა, რომ თეიმურაზ კალანდაძის წლიური შემოსავალი, 60 000 ლარია. 16 000 ლარი წლიური შემოსავალი აქვს მამას, გიორგი კალანდაძეს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მართვისა და კონტროლის განყოფილების უფროსია. 2014 წლის დეკლარაციაში მამის ეს სამსახური და შემოსავალი მითითებული არ არის. ეს მონაცემი 2015 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციიდან ჩნდება. ამავე წლის დეკლარაციიდან ჩნდება დის, ქეთევან კალანდაძის შემოსავალი, წელიწადში დაახლოებით 12 000 ლარამდე. იგი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს ინსპექტორია.

2016 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, თეიმურაზ კალანდაძეს აქვს ორი სესხი საქართველოს ბანკში – სამწლიანი (01/04/2015 - 01/10/2018) 45000 ლარი; და, ხუთწლიანი (27/05/2011 - 27/10/2016) – 14 100 დოლარი.

2017 წლის დეკლარაციის მიხედვით, კი, რეგიონის პოლიციის ყოფილ უფროსს, 31 000 დოლარი, ათწლიანი (14.11.2016-01.12.2026) იპოთეკური სესხი აქვს.

შეგახსენებთ, თეიმურაზ კალანდაძე სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა. მან პოზიცია 2017 წლის 2 აგვისტოს დატოვა. იგი თბილისში გლდანი–ნაძალადევის სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა ქონებას ფლობს ავთანდილ გალდავა
სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე თბილისში გადაიყვანეს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის ქონება და ხელფასები
რა ქონებას ფლობს სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი კახა სამხარაძე
7 მიწის ნაკვეთი და 7 სახლი – რა ქონებას ფლობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე
რა ქონებას ფლობს სამცხე-ჯავახეთის ახალი გუბერნატორი
თეიმურაზ კალანდაძე შსს–დან გაათავისუფლეს