FM97.5 / LIVE
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად აკაკი მაჭუტაძე დაინიშნა

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად აკაკი მაჭუტაძე დაინიშნა

მთავარიპოლიტიკა 13.12.2013
საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულად-გუბარნატორად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში აკაკი მაჭუტაძე დაინიშნა.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად აკაკი მაჭუტაძე დაინიშნა
საქართველოს 9 რეგიონში გუბერნატორები საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს, 13 დეკემბერს, 15:00 საათზე წარადგინა.

აკაკი მაჭუტაძეს ამ დრომდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის პოსტი ეკავა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. დაბადებულია თბილისში, 1974 წლის 11 მარტს.

"არის საგარეო-ეკონომიკური მიმართულების სპეციალისტი, აქვს სამართალდამცავ ორგანოებში და საფინანსო ორგანოებში მუშაობის გამოცდილება. არის ძალიან პატრიოტი კაცი და ძალიან კარგი მენეჯერი", - ასე დაახასიათა პრემიერმა სამცხე-ჯავახეთის ახალი გუბერნატორი.

რაც შეეხება დანარჩენ რეგიონებს, ქვემო ქართლში ეს პოსტი პროფესიით იურისტმა გიორგი მღებრიშვილმა დაიკავა, რაჭა-ლეჩხუმში ეკონომისტმა პაპუნა მარგველიძემ, სამეგრელოში სამხარეო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ლევან შონიამ, იმერეთში ინჟინერ-ტექნოლოგმა ზაზა მეფარიშვილმა, კახეთში ყოფილმა გამგებელმა ირაკლი შიოლაშვილმა, მცხეთა მთიანეთში ნუგზარ ყიფიანმა, შიდა ქართლში ზურაბ რუსიშვილმა, გურიაში გიორგი ჩხაიძემ.

"იმედი მაქვს, რომ დაკისრებულ მოვალეობას ღირსეულად შეასრულებთ. თქვენზე არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ რეგიონში დაწყებული პროექტები განხორციელდეს წარმატებით და დროულად და არ იყოს ჩამორჩენა. ადგილზე გაეცნოთ რეგიონის პრობლემებს და რაც მთავარია, მოსახლეობის პრობლემებს. დღევანდელი მთავრობა არის მოსახლოებაზე ორიენტირებული მთავრობა, ჩვენი ამოსავალი არის ადამიანი, თითოეული მოსახლე. შესაბამისად, ჩემი მოწოდებაა 24-საათიან რეჟიმში ვიმუშაოთ", - მიმართა გუბერნატორებს ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, სამცხე-ჯავახეთში ყოფილმა სახელმწიფო-რწმუნებულმა, გუბერნატორმა ივანე წიკლაურმა გადადგომის შესახებ განცხადება საპრეზიდენტო არჩევნებიდან მეორე დღეს, 28 ოქტომბერს დაწერა. მისი განცხადება 15 ნოემბერს დაკმაყოფილდა. ამ დრომდე რწმუნებულის მოვალეობას ყოფილი რწმუნებულის პირველი მოადგილე ჰარუთიუნ ჰოვჰანესიანი ასრულებს.

პრემიერ-მინიტრმა დღესვე მთავრობის კანცელარიის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითთმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტანეტის ახალი უფროსი - აკაკი ჩხენკელიც წარადგინა. ამ პოსტზე მან ირაკლი მელაშვილი შეცვალა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრემიერი დღეს რეგიონების გუბერნატორებს წარადგენს
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე თანამდებობას ტოვებს
სამცხე–ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი გამგებლად
სამცხე–ჯავახეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორებს ადგილები შეუცვალეს
სამცხე-ჯავახეთში გუბერნატორის მოვალეობას პირველი მოადგილე ასრულებს
პრემიერმა ბესიკ ამირანაშვილი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად წარადგინა
შეცვლილ გუბერნატორებს რეგიონები არ დაუტოვებიათ