FM97.5 / LIVE

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის ქონება და ხელფასები

მთავარისიახლე, პოლიტიკა 26.03.2018
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე, თბილისში სამ ბინასა და ერთ ავტოფარეხს ფლობს. დადის შვილის ავტომანქანით და აქვს დანაზოგი 14 500 დოლარი.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის ქონება და ხელფასები

ზაზა ჩაჩანიძე პოლიტიკაში 2012 წელს გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა. იგი ბორჯომის საკრებულოს ხელმძღვნელობდა წინა, 2014 წლის თვითმმარველობის არჩევნების შემდეგაც.

პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ შევსებული პირველი და ბოლო, 2014 და 2017 წლების დეკლარაციების მიხედვით, ზაზა ჩაჩანიძეს აქვს სამი ბინა და ერთი ავტოფარეხი თბილისში და 25%–იანი წილი ბორჯომში მდებარე საცხოვრებელ სახლში.

დეკლარაციის მიხედვით, ჩაჩანიძის ოჯახი თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, 66 კვ.მ–ს, 2001 წლიდან ფლობს. 2006 წლიდან მათ უძრავ ქონებას დედაქალაქში კიდევ ერთი 187, 5 კვ.მ. ფართის ბინა და ავტოფარეხი ემატება. მესამე სახლს თბილისში, ასევე ჭავჭავაძის ქუჩაზე, 78.65 კვ.მ–ს, ზაზა ჩაჩანიძე, 2013 წელს ყიდულობს.

ამ უძრავი ქონებიდან, 2017 წლამდე, ზაზა ჩაჩანიძის სახელზე მხოლოდ ფალიაშვილის ქუჩის ბინა და ბორჯომის სახლი იყო რეგისტრირებული, ყველა დანარჩენის 100%–იან წილს, მისი მეუღლე, ქეთევან ლომიძე ფლობდა. 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში, უკვე, ყველა ბინის მფლობელი ზაზა ჩაჩანიძეა.

„ეს ოდითგანვე ოჯახის ქონებაა. ის ბინები ისევ მეუღლის სახელზეა, შესაძლოა შეცდომითაა დეკლარაციაში. რა მნიშვნელობა აქვს, ოჯახის საკუთრებაა“, – გვიხსნის ზაზა ჩაჩანიძე სატელეფონო საუბარში.

2017 წლის დეკლარაციის მიხედვით,ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე 2012 წლის CHEVROLET CAPTIVA-თი გადაადგილდება. ეს მანქანა, წინა დეკლარაციების მიხედვით, გასულ წლამდე შვილის, ირაკლი ჩაჩანიძის საკუთრება იყო.

პოლიტიკაში მოსვლისას შევსებულ ამ ორ, პირველ და ბოლო დეკლარაციას თუ შევადარებთ, ზაზა ჩაჩანიძის ქონება მნიშვნელოვნად არც ფულადი დანაზოგებით გაზრდილა.

2014 წლის დეკლარაციის მიხედვით, ზაზა ჩაჩანიძეს თი–ბი–სი ბანკში, სახელფასო ანგარიშზე აქვს 561 ლარი, ასევე, დანაზოგი 10 000 დოლარი. 10 000 ლარია მისი მეუღლის ანგარიშძე.

ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საკრებულოს თავმდჯომარეს აქვს 300 ლარი სახელფასო ანგარიშზე და 14 500 დოლარი დანაზოგი.
საკრებულოს თავმჯდომარეობამდე, 2011 წლის მაისიდან 2014 წლის მაისამდე, ზაზა ჩაჩანიძე შპს „არტგრუპდინასტის“ დირექტორი იყო. 2013 წელს, ამ კომპანიიდან, ხელფასის სახით 7 500 ლარი მიიღო.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს, დეკლარაციების მიხედვით, ზაზა ჩაჩანიძეს 2014 წელს აღებული აქვს – 21 528 ლარი; 2015 წელს – 40 450 ლარი, ხოლო, 2016 წელს – 37 100 ლარი.

ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ჩაჩანიძეებს ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინა გაქირავებული აქვთ. იჯარის სახით, 2016 წელს, ოჯახს 21 664 ლარი აქვს აღებული. ბოლო დეკლარაციის მიხედვით, ქეთევან ლომიძეს თი–ბი–სი ბანკში აქვს სესხი – 10 472 დოლარი.

[ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

7 მიწის ნაკვეთი და 7 სახლი – რა ქონებას ფლობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე
რა ქონებას ფლობს სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი კახა სამხარაძე
რა ქონებას ფლობს სამცხე-ჯავახეთის ახალი გუბერნატორი
სამი მიწის ნაკვეთი და ერთი ბინა – რა იყიდა კალანდაძემ რეგიონში მუშაობისას
რა ქონებას ფლობს სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს
რა ქონებას ფლობს ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე