FM97.5 / LIVE

ნინოწმინდელი პატიმარი ციხის ადმინისტრაციას ძალადობაში ადანაშაულებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.09.2020
ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, თბილისში, გლდანის მერვე საპყრობილეში ნინოწმინდელი პატიმარი, ციხის ადმინისტრაციას ცემაში ადანაშაულებს, მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.

ნინოწმინდელი პატიმარი ციხის ადმინისტრაციას ძალადობაში ადანაშაულებს

„სამხრეთის კარიბჭესთან“ ბრალდებული ა.ა-ს ადვოკატი, გიორგი ლალუაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ციხის თანამშრომლები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, ამიტომ იგი იძულებული გახდა პროტესტის უკიდურესი ზომისთვის მიემართა.

ადვოკატი ითხოვს პატიმარი განცალკევებულ საკანში გადაიყვანონ.

„პატიმრი ამბობს, რომ შიმშილობს, მაგასაც ხომ თავისი წესი აქვს?! ამ საკითხზე დავწერე საჩივარი, ვუთხარი მოაქციეთ ცალკე საკანში, არ შეიძლება, კაცი როცა შიმშილობს რამდენიმე კაცთან არ უნდა იყოს. პატიმარი ჩემთან ამბობს, რომ ადმინისტრაცია რაღაცნაირად მექცევა და გამარტყეს კიდეცო“,-ამბობს ადვოკატი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

ნინოწმინდაში, სოფელ გორელოვკაში მცხოვრებ ა.ა-ს ოჯახის წევრებზე ძალადობისთვის ხუთი წელი, ახალქალაქის სასამართლომ ერთი წლისა და ცხრა თვის წინ მიუსაჯა. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, პირი ბრალს აღიარებდა, თუმცა ახლა ჩადენილს უარყოფს.

„მან თავიდან აღიარა და დოკუმენტზეც ხელი ჰქონდა მოწერილი რომ იძალადა, ახლა კიდევ რომ ვკითხე მითხრა არ ვაღიარებო, ჩემი ცოლი დააშანტაჟეს, ზეგავლენა მოახდინეს და მაგიტომ დაწერა ჩემს წინააღმდეგო“,-ამბობს ადვოკატი.

ჩვენს ასევე ვცდილობთ პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებას, ცხელ ხაზზე გვითრეს, რომ მათ სამუშაო დღეებში დავუკავშირდეთ.

პატიმრის შიმშილობის შესახებ პირველად ინფორმაცია ფეისბუქის გვერდზე ჟურნალისტმა, ელისო კილაძემ გაავრცელა. მისი თქმით ამბავი, უცხოეთიდან პირმა მიაწოდა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პროკურატურის განცხადება tv “იბერიის“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე
ადვოკატი: ადიგენის გამგებელი ამბობს, რომ პოლიტიკური მოტივით დააკავეს
თაღლითობაში ბრალდებული თარჯიმანი მიმალვის გამო ისევ დააპატიმრეს
ქმარზე ძალადობისთვის ქალს განაჩენი გამოუტანეს
ცოლის დაჭრაში მსჯავრდებულის განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრეს
ქეთევან ხმალაძის ადვოკატი: 'სასამართლო იძულებით მოპოვებულ მტკიცებულებებს დაეყრდნო'
ადვოკატი: შალვა აბულაძის საკანში ვირთხები და ტარაკნები დარბიან