FM97.5 / LIVE

თაღლითობაში ბრალდებული თარჯიმანი მიმალვის გამო ისევ დააპატიმრეს

მთავარისიახლე, სამართალი 21.02.2019
თაღლითობაში ბრალდებულ 26 წლის თარჯიმანს აღკვეთის ღონისძიებად გირაო ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მიიმალა. ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა იგი თბილისში დააკავეს, ამიტომ სასამართლომ მას გირაო პატიმრობით შეუცვალა.

თაღლითობაში ბრალდებული თარჯიმანი მიმალვის გამო ისევ დააპატიმრეს

რამდენიმე კვირის განმავლობაში თარჯიმანი სასამართლო სხდომებზე არ ცხადდებოდა და იმალებოდა.

„გამოძიებასთან ერთად აღარც მე მეკონტაქტებოდა, გირაო ჰქონდა შეფარდებული და ყოველ ორშაბათს აღრიცხვაზე უნდა მისულიყო, თუმცა არც ამას აკეთებდა, ამიტომ შეეცვალა გირო პატიმრობით. ძებნის შემდეგ იგი იანვარში, თბილისში დააკავეს“, – ამბობს თარჯიმანის უკვე ყოფილი ადვოკატი სოსო ხითარიშვილი.

მისივე თქმით, მას ბრალდებულმა საქმეზე აცილება მისცა. რა გახდა ამის მიზეზი ადვოკატი არ საუბრობს.

მას შემდეგ, რაც საქმეს ხითარიშვილი ჩამოსცილდა, თარჯიმანს სასამართოში იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ტარიელ ბალაბანიშვილი იცავს: „არსებითი განხილვა მიმდინარეობს და მოწმეები იკითხება, შემდეგი სასამართლო სხდომა მარტში იქნება“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1992 წელს დაბადებული ი.კ. ირანის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ახალციხეში დააკავა: "გამოძიებით დადგინდა, რომ ი.კ.-მ ირანის მოქალაქეს, 1990 წელს დაბადებულ ბ.ხ.-ს თავისი ნაცნობი პროკურატურის თანამშრომლად გააცნო და ვითომდა სისხლის სამართლის საქმეზე გადასახდელი ჯარიმის სახით 500 ლარი გამოართვა".

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დაკავებამდე, ბრალდებულის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები კიდევ ერთი, სსკ–ს 126–ე მუხლით მიმდინარეობდა,რაც ძალადობას გულისხმობს. ამ დროისთვის, ორივე საქმე გაერთიანებულია და სასამართლოში ერთად იხილება.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში თარჯიმანი დააკავეს
თაღლითობაში ბრალდებული თარჯიმანი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა
რატომ არ იწყება ბოლაჯურის 'რწმუნებულის' საქმის არსებითი განხილვა
ახალქალაქში 27 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
შსს-მ თაღლითობის ბრალდებით 3 პირი დააკავა
თაღლითობის ფაქტზე ასპინძის რაიონში მცხოვრები მამაკაცი დააკავეს
ცოლის მკველელობაში ბრალდებულის სასამართლო ისევ გადაიდო