FM97.5 / LIVE

ქმარზე ძალადობისთვის ქალს განაჩენი გამოუტანეს

მთავარისიახლე, სამართალი 09.07.2019
ახალქალაქის სასამართლომ, ქმარზე ძალადობისთვის ქალი დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მსჯავრდებული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ქმარზე ძალადობისთვის ქალს განაჩენი გამოუტანეს

საბოლოო განაჩენი საქმეზე, რომელიც ცოლის მხრიდან ქმრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას შეეხებოდა, ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ რვა ივლისს გამოიტანა. მოსამართლემ ქალი დამნაშავედ ცნო და მას 300 საათის განმავლობაში საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეეფარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსჯავრდებულმა ს.თ-მ სახელმწიფოს სასარგებლოდ, ანაზღაურების გარეშე უნდა იმუშაოს.

დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს: „სასამართლომ განაჩენი გუშინ გამოიტანა. არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას და, რა თქმა უნდა, გასაჩივრებას ვაპირებთ, დაახლოებით ერთთვიანი ვადა გვაქვს“, - ამბობს მსჯავრდებულის ადვოკატი პაატა მანველიშვილი.

ნინოწმინდელი ცოლ-ქმრის სასამართლო პროცესები, ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ქმარი ამბობდა, რომ 30–წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში, ცოლი სისტემატურად სიტყვერ შეურაცხყოფას აყენებდა, რის გამოც, იძულებული იყო ღამე ხან ქუჩაში გაეთენებინა, ხან კი მეზობლებთან.

52 წლის ქალი კი ამტკიცებდა, რომ ქმარი აქეთ ემუქრებოდა და ცივი იარაღის გამოყენებით ცდილობდა მასზე ზეწოლის მოხდენას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 15 მარტს პოლიციას ქალი დაუკავშირდა და ქმარი ძალადობაში დაადანაშაულა, თუმცა, გამოძიებისას, დადგინდა, რომ ძალადობის მსხვერპლი კაცი იყო. ამიტომ ბრალი ქალს წარედგინა.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით იძიებდა, რაც ძალადობას გულისხმობს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქმარზე ძალადობისთვის ქალი პასუხისგებაში მისცეს
16 წლის გოგონას საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა
მეზობელი მამაკაცის ცემაში ბრალდებულ 68 წლის ქალს განაჩენი გამოუტანეს
ზანავის ჩხუბის საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა
ცოლის დაჭრაში მსჯავრდებულის განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრეს
ქალი, რომელიც ქმარმა დაჭრა, ამბობს, რომ ეს ძალადობის პირველი შემთხვევა არ იყო
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე თამაზ პეტაშვილს განაჩენი გამოუტანეს