FM97.5 / LIVE

ადვოკატი: ადიგენის გამგებელი ამბობს, რომ პოლიტიკური მოტივით დააკავეს

მთავარისამართალი 27.08.2013
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის სიმონ პარუნაშვილის ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკანონოდ დააკავეს.

ადვოკატი: ადიგენის გამგებელი ამბობს, რომ პოლიტიკური მოტივით დააკავეს
სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და გულგრილობის ბრალდებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი დღეს დილით დააკავეს. მას ტენდერში მონაწილე კომპანიისადმი მიკერძოებულობაში სდებენ ბრალს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 342–ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას და ჯარიმას ითვალისწინებს.

"ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2012 წლის 7 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში სატენდერო კომისიის თავჯდომარემ, სიმონ პარუნაშვილმა, სატენდერო კომისიის წევრებთან ერთად, ბოროტად გამოიყენა სამსახურეობრივი უფლებამოსილება და უპირატესობა მიანიჭა შპს „ნამქერი“-ს მიერ წარმოდგენილ წინადადებას, სადაც საწარმოს ხელმძღვანელის, ანტონ მერაბიშვილის მიერ ხელოვნურად იყო გაზრდილი შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა და ღირებულება. სატენდერო კომისიამ მოცემულ ტენდერში შპს „ნამქერი“ გამოაცხადა გამარჯვებულად, მაშინ, როდესაც „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ვალდებული იყო მოეხდინა შპს „ნამქერი“-ს დისკვალიფიკაცია, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია,- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

სიმონ პარუნაშვილის ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დიდი ხანია მიმდინარეობს. საქმე ეხება ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში სასმელი წყლის პროექტს.

„როგორც ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ამიხსნა, როცა სოფელ ვარხანს სასმელი წყალი სჭირდებოდა, ახლოვდებოდა ზამთრის პერიოდი და რომ არ გაკეთებულიყო პროექტი, სოფელი უწყლოდ რჩებოდა. ამიტომ, გაკეთდა პროექტი და გამოცხადდა ელქტრონული ტენდერი, რომელშიც მონაწილეობდა ერთადერთი კომპანია. ტენდერიც ამ კომპანიამ მოიგო. სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ნიშნავს იმას, რომ ვინმეს უპირატესობა მიანიჭო, მაგრამ იქ მხოლოდ ერთი კომპანია იყო და უპირატესობის მინიჭებაზე სასაცილოა ლაპარაკი“, - ამბობს ირაკლი ბარძიმაძე.

მისივე თქმით, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრია, ბრალდებას არ აღიარებს და მის დაკავებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს.

„არჩევნებამდე სამოცი დღით ადრე პოლიტიკური პირის დაკავება არ შეიძლება, დღეს ბოლო დღეა, ამის შემდეგ სამოცდღიანი ვადა იწყება, როდესაც არ უნდა დააკავონ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში უნდა იყოს დემოკრატია, კაცის პროცესუალური დარღვევით დაკავება იმ ეჭვს იწვევს, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს უჩნდება“, - ამბობს ადვოკატი.

ბარძიმაძის თქმით, პარუნაშვილი სასამართლო განჩინების გარეშე დააკავეს.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 171-ე მუხლი პირდაპირ კრძალავს სასამართლო განჩინების გარეშე პირის დაკავებას, ეს არის ყოვლად დაუშვებელი. ეს არის მოქმედი გამგებელი, რომელსაც დღესც კი ჰქონდა შეხვედრები და ჩვეულებრივად აგრძელებდა მუშაობას. ის, რომ პირი შეიძლება მიიმალოს, არის აბსურდული. ჩვენ შევეცდებით, რომ სასამართლოს დავუმტკიცოთ აღნიშნული გარემოება აღმკვეთი ღონისძიებების დროს“, - ამბობს იგი და ამატებს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მასალები ჯერ არ მიუღიათ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პროკურორის საბოლოო სიტყვა ადიგენის გამგებლის საქმეზე
ადიგენის გამგებელი დააკავეს
ორი ჩავარდნილი პროცესის შემდეგ, ადიგენის გამგებლის პროცესზე პროკურორი საბოლოო სიტყვას კითხულობს
ახალციხის სასამართლოში ადიგენის გამგებლის პროცესი დაიწყო
რაში გაამტყუნა სასამართლომ ადიგენის ყოფილი გამგებელი
ადიგენის გამგებელს 3000 ლარის ოდენობის გირაო დააკისრეს
ადიგენის გამგეობის თანამშრომლები სამმართველოს შენობასთან იმყოფებიან