FM97.5 / LIVE

ქეთევან ხმალაძის ადვოკატი: 'სასამართლო იძულებით მოპოვებულ მტკიცებულებებს დაეყრდნო'

მთავარისიახლე, სამართალი 06.10.2016
ქეთევან ხმალაძის ადვოკატი ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს და გამამართლებელ განაჩენს ითხოვს.

ქეთევან ხმალაძის ადვოკატი: 'სასამართლო იძულებით მოპოვებულ მტკიცებულებებს დაეყრდნო'

ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას ნინოწმინდაში მომხარი ყაჩაღობისა და მკვლელობის საქმეზე, მსჯავრდებულ ქეთევან ხმალაძის ადვოკატები არ დასწრებიან. მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა მას თავისუფლების აღკვეთა ყაჩაღობაში დახმარებისთვის 9 წლით მიუსაჯა.

მისი უფლებადამცველის ირაკლი ბარძიმაძის თქმით, როგორც მისთვის გახდა ცნობილი სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას იმ მტკიცებულებებს დაეყრდნო, რომლებიც გამოძიებამ ბრალდებულების ცემითა და იძულების წესით მოიპოვა.

„ისე როგორც ხმალაძეს, სხვა ბრალდებულებსაც საგამოძიებო ექსპერიმენტი პოლიციელებმა ცემით ჩაატარებინეს და გადაუღეს სურათები. თან შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტამდე, პოლიციელები უკვე 13–ში ნამყოფები იყვნენ იმ სახლში, ამიტომ სასამართლოს მხრიდან იმის თქმა, რომ თუ ბრალდებულებმა სახლი არ იცოდნენ ხელს როგორ იშვერდნენო, აბსურდია“, – ამბობს ბარძიმაძე და ამატებს, რომ ეს მტკიცებულებები იყო ირიბი და არა პირდაპირი, ამირტომ მათი გაზიარება დაუშვებელი იყო.

ბარძიმაძე ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ხმალაძის გამართლებას სააპელაციო სასამართლოში ეცდება.
შეკითხვაზე, ვიდრე საქმე მესამე ინსტანციამდეც მივა, რამდენად შესაძლებელია, რომ პროკურატურაში დაწყებული გამოძიება ბრადლებულების შესაძლო ცემის ფაქტზე დასრულდეს და სასამართლოს მტკიცებულებების იძულებით მოპოვებასთან კავშირში მსჯელობის საფუძველი ჰქოდნეს, ბარძიმაძე გვპასუხობს: „ამის მოლოდინი არ მაქვს. როცა მაგალითად მსჯავრდებული გიორგი კაპანაძის საქმე გვაქვს, სადაც დადასტურებული ცემის ფაქტზე ძიება შეწყვიტეს, არ მაქვს იმის იმედი, რომ ამ მსჯავრდებულების ცემის ფაქტს ვინმე გამოიძიებს. ჯერ არც ვიცით რაზე მიდის გამოძიება“.

სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურა ნინოწმინდაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის საქმეშე მსჯავრდებულების შესაძლო ცემი ფაქტს სისხლის სამართოს კოდექსის 333–ე მუხლით იძიებს. როგორც აღნიშნულ უწყებაში აცხადებენ, ძიება ამ დრომდე მიმდინარეობს და უკვე ყველა ბრალდებული დაკითხულიცაა.

შეგახსენებთ, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 13 იანვარს ნინოწმინდაში, ჩარენცის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის საქმეში ბრალდებულად 5 პირი ცნო. ხუთიდან ორს ყაჩაღობაში დახმარებისთვის, დანარჩენებს კი ყაჩაღობისთვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მკვლელობის ნაწილში კი გამოაცხადა, რომ დაუდგენელია ეს ფაქტი სამი პირიდან რომლემა ჩაიდინა. შესაბამისად ჯეირანაშვილმა ამ ნაწილში გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ასევე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულისთვისაც.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქეთევან ხმალაძის საქმეში ერთ–ერთ მსჯავრდებულთან საპროცესო გაფორმდა
ქეთევან ხმალაძის საქმე სააპელაციოში დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ქეთევან ხმალაძის საქმეს ორივე მხარე ასაჩივრებს
სააპელაციო სასამართლოში ხმალაძის საქმის განხილვა იწყება
ქეთევან ხმალაძის საქმის განხილვა სააპელაციოში არაერთხელ გადაიდო
ქეთევან ხმალაძის საქმეში ბრალდებულების შესაძლო ცემის ფაქტს პროკურატურა იძიებს
9 წელი ქეთევან ხმალაძეს, 11 წელი დანარჩენებს და ერთი გამართლებული – ხმალაძის საქმე დასრულდა