FM97.5 / LIVE

აწყურში ვირუსული ინფექციით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

მთავარისაზოგადოება 16.02.2016
ვირუსული ინფექციით, ფილტვების ორმხრივი პნევმონიით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში 34 წლის მამაკაცი, ა.დ. გარდაიცვალა. იყო თუ არა გარდაცვალების მიზეზი H1N1 ლაბორატორიული კვლევები დაადგენს.

აწყურში ვირუსული ინფექციით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

სოფელ აწყურის უბნის ექიმის ლია ზედგინიძის განმარტებით, ახალგაზრდა მამაკაცს მისთვის არ მიუმართავს: „როგორც კი თავი ცუდად ირგძნო, ახალციხეში, „იმედის კლინიკაში“ მივიდა. მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, გადასხმა გაიკეთა, თავი უკეთ იგრძნო და მიუხედავად კლინიკის მოთხოვნისა, საავადმყოფოში არ დარჩა. უარი თქვა მკურნალობაზე, სახლში დააყოვნა 2 დღე. ამასობაში ისევ ცუდად გახდა და თბილისში გადაიყვანეს“.

კლინიკა "იმედში" ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მათთან 6 თებერვალს მივიდა და 8 თებერვალს ნანა კვანტალიანის რეანიმაციულ ცენტრში გააგზავნეს.

"ჩემთან ერთხელ იყო, მაგრამ 2 დღით ადრე ინფექციური თერაპიის ჩასატარებლად კლინიკაში შემოსულია. მარჯვენა ფილტვის ანთება ჰქონდა, სიცხე და ხველება აღენიშნებოდა, დაენიშნა მკურნალობა, თუმცა მალევე დამძიმდა და თბილისში გადავაგზავნეთ", – ამბობს კლინიკა „იმედის“ ექიმი დავით ბაშარული

თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში, მამაკაცი რამდენიმე დღის განმავლობაში იწვა. 34 წლის ა.დ. საავადმყოფოში, გუშინ, 15 თებერვალს გარდაიცვალა.

სოფელ აწყურში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ელგუჯა ჯვარიძის განმარტებით, გარდაცვლილი სოფელში უკვე ჩამოასვენეს. მისივე თქმით, სოფელში ამბობენ, რომ მამაკაცს ვირუსული ინფექცია H1N1 ჰქონდა: „გაცივდა ადამიანი, სახლში იყო და გვიან მივიდა ექიმთან. ღორის გრიპი იყოო, ამბობენ სოფელში“.

თუმცა, როგორც უბნის ექიმი ლია ზედგინიძე ამბობს, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია: „ფორმა –100 ჩემამდე არ მოსულა, ოფიციალურად არც საავადმყოფოს და არც პაციენტს არ მოუმართავს“.

გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერ უცნობია ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვისაც.

გახდა თუ არა გარდაცვალების მიზეზი H1N1 „სამხრეთის კარიბჭემ“ გადამოწმება ჯანდაცვის სამინისტროში სცადა. ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გადაგვამისამართა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კი განაცხადეს, რომ მათ მსგავსი ინფორმაცია არ აქვთ.

„ლაბორატორიულად თუ არ დადასტურდა, ვერაფერს გეტყვით. თუ დადასტურდება, ამ ინფორმაციას განვათავსებთ ჩვენს ვებგვერდზე. თუ არ არის დადასტურებული, არ აქვთ უფლება თქვან, რომ ეს არის ღორის გრიპი“, – განგვიცხადეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ამ დროისთვის ცნობილია ის, რომ ვირუსული ინფექციით გარდაცვლილის ოჯახის კიდევ ორი წევრი მკურნალობს. ახალგაზრდა მამაკაცის მამა და და სამედიცინო დაწესებულება „უნიმედი სამცხეში“ გადიან სამკურნალო კურსს.

"უნიმედი სამცხეს" დირექტორის ელდარ ალიევის განმარტებით, ორივე პაციენტს პნევმონია აქვს: "მდგომარეობა სტაბილურია, გადიან მკურნალობის კურსს, არ ვიცით როდის გავწერთ ბინაზე. რაც ეს ამბავი გაიგეს, შეშფოთებულები არიან, შიშის ფაქტორი უფრო მოქმედებს".

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში, "უნიმედი სამცხეში" იმატა პაციენტების მიმართიანობამ გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით: "რამდენიმე პალატის დამატებაც დაგვჭირდა".

რამდენ ადამიანს აქვს ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1, მაგალითად, ახალციხეში, ახალციხის საზოაგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ფატი ხაბულიანის განმარტებით, ამ ეტაპზე ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს: "მე ასეთი ოფიციალური, დადასტურებული მონაცემები არ მაქვს, მაგრამ, ქვეყანაში ცირკულირებს ეს ინფექცია და ჩვენთანაც ექნებათ პაციენტებს".

[ვარლამ წიკლაური, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

H1N1 ვირუსით მამაკაცი გარდაიცვალა – დაღუპულთა რაოდენობა 7 გახდა
საქართველოში H1N1-ით რვა ადამიანი გარდაიცვალა
სამცხე–ჯავახეთში H1N1 არ დაფიქსირებულა
იმატა თუ არა ჰაერწვეთოვანმა  ინფექციებმა სამცხე–ჯავახეთში
ახალციხეში ვირუსული ინფექციების შემთხვევებმა იმატა
ახალციხის კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობამ უმნიშვნელოდ იმატა
აბასთუმნის მკვიდრი, სავარაუდოდ,  'ღორის გრიპით' გარდაიცვალა