FM97.5 / LIVE

ადგილობრივებმა ახალციხის ბაზრის ადმინისტრაციას სასამართლო მოუგეს

მთავარისიახლე, სამართალი 16.09.2020
ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბაზრის ადმინისტრაციას ორი ადგილობრივის საკუთრების, სახლისა და ავტოსამრეცხაოს წინ გაკეთებული ღობის მოხსნა მოუწევს.

ადგილობრივებმა ახალციხის ბაზრის ადმინისტრაციას სასამართლო მოუგეს

დღეს, 16 სექტემბერს მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა, ჰაიკ ვაირადიანისა და არამაის თუმასიანის სარჩელი დააკმაყოფილა. ისინი იმ გზით სარგებლობის უფლებას ითხოვდნენ, რომელიც ახალციხის ბაზარს ეკუთვნის.

„დაკმაყოფილდეს სარჩელი და მიეცეთ გზით სარგებლობის უფლება, ბაზარმა ითმინოს მოქმედება მის ქონებაზე“, - განაცხადა მოსამართლემ სხდომაზე.

ადგილობრივებს საკუთრებამდე მისასვლელი გზა, ბაზრის დირექტორის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის მარტში ჩაუკეტეს, ავტოსამრეცხაოსთან ლოდები, საცხოვრებელ სახლთან კი ღობე გაავლეს. ამის გამო დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში სამრეცხაო დაკეტილი იყო.

ბაზრის ადმინისტრაციას სასამართლოს გადაწყვეტილება 20 დღის ვადაში ჩაბარდება, ამის შედეგ გადაწყვეტენ გაასაჩივრებენ თუ არა სააპელაციო სასამართლოში.

ამ საქმეზე სულ რამდენიმე სასამართლო გაიმართა. ბაზრის დირექტორი, ვახტანგ ქართველიშვილი ამბობდა, რომ ადგილობრივებს გზით სარგებლობის უფლებას იმ შემთხვევაში მისცემდა, თუ ყოველთვიურად გარკვეულ თანხას გადაუხდიდნენ.

დღევანდელ სასამართლოზე კი მარიკა ჩიტაშვილმა განაცხადა, რომ ანაზღაურებასთან დაკავშირებით ვერ იმსჯელებდა, რადგან აღნიშნულ თემაზე ბაზრის ადმინისტრაციას შესაგებელი არ წარმოუდგენია.

ასევე ნახეთ:


[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოქალაქეები ახალციხის ბაზრის წინააღმდეგ – სასამართლომ მხარეებს შეთანხმება შესთავაზა
‘სამრეცხაოს წინ ლოდები ჩამილაგეს’ – მოქალაქე ახალციხის ბაზრის ადმინიტრაციას სასამართლოში უჩივის
‘ახალციხის ციხის’ ადმინისტრაციას გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო მოუგო
ხალხმრავლობის გამო დაკისრებული ჯარიმა ახალციხის ბაზრის ადმინისტრაციამ სასამართლოში გაასაჩივრა
როგორ აღმოჩნდა ახალციხეში მდებარე საავტომობილო გზა კერძო საკუთრებაში
'აუცილებლად გავასაჩივრებთ’ - ახალციხის ბაზრის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა
‘მოქალაქეები თერმოსკრინინგსა და პირბადეების გაკეთებაზე უარს აცხადებენ’ – ბაზრის თანამშრომლები