FM97.5 / LIVE

მოქალაქეები ახალციხის ბაზრის წინააღმდეგ – სასამართლომ მხარეებს შეთანხმება შესთავაზა

მთავარისიახლე, სამართალი 04.08.2020
მოქალაქეებსა და ბაზრის ადმინისტრაციას შორის დაწყებული დავა სავალი გზის მონაკვეთზე, ახალციხის რაიონულ სასამართლში გრძელდება. მხარეების შეთანხმების მიზნით, სასამართლო პროცესი 19 აგვისტომდე გადაიდო.

მოქალაქეები ახალციხის ბაზრის წინააღმდეგ – სასამართლომ მხარეებს შეთანხმება შესთავაზა

სასამართლო პროცესი დღეს, 4 აგვისტოს გაიმართა.

მოქალაქეები, ჰაიკ ვაირადიანი და არამაის თუმასიანი ითხოვენ, რომ ისარგებლონ იმ გზის მონაკვეთით, რომელიც მათ საკუთარებაში არსებულ ობიექტებამდე (მანქანების სამრეცხაო და სახლი) მიდის. გზის სადავო მონაკვეთი ახალციხის ბაზრის ადმინისტრაციას ეკუთვნის და მან მარტის თვეში გზა ქვებით ჩაღობა. ამით ფაქტობრივად, ვაირადიანსა და თუმასიანს შენობებამდე მისასვლელი გზა ჩაეკეტათ.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ეს მათ ნაკვეთებამდე მისასვლელი ერთადერთი გზაა, ამიტომ ბაზრის ადმინისტრაციას არ აქვს უფლება შეუზღუდოს მოქალაქეებს სარგებლობა.

მოპასუხე მხარის მტკიცებით, ბაზრის ადმინისტრაციამ მოქალაქეებს საკმარისი გზა უკვე დაუთმო, უსასყიდლოდ კი მეტის დათმობას არ აპირებენ . გარდა ამისა, ბაზრის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ აყენებდა ტერიტორიაზე მშენებლობის კანონიერებას, თუმცა ჰაიკ ვაირადიანისა და არამაის თუმასიანის ადვოკატმა, სოსო ხითარიშვილმა აღნიშნული დოკუმენტები სასამართლოს წარუდგინდა.

მოპასუხე მხარის განცხადებით, ვაირადიანისა და თუმასიანს საკამარისი ფართობი აქვთ იმისთვის, რომ ნაკვეთებამდე მისასვლელი გზით ისარგებლონ. შესაბამისად, ბაზრის ადმინისტრაციის ადვოკატმა პროცესზე ამისი ამსახველი ფოტომასალა წარადგინა.

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა მხარეებს შეთანხმება შესთავაზა და სასამართლო სხდომა 19 აგვისტომდე გადაიდო.

[რობი ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადგილობრივებმა ახალციხის ბაზრის ადმინისტრაციას სასამართლო მოუგეს
‘სამრეცხაოს წინ ლოდები ჩამილაგეს’ – მოქალაქე ახალციხის ბაზრის ადმინიტრაციას სასამართლოში უჩივის
ხალხმრავლობის გამო დაკისრებული ჯარიმა ახალციხის ბაზრის ადმინისტრაციამ სასამართლოში გაასაჩივრა
‘მოქალაქეები თერმოსკრინინგსა და პირბადეების გაკეთებაზე უარს აცხადებენ’ – ბაზრის თანამშრომლები
ახალქალაქის ბაზრის დირექტორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
რა რეკომენდაციები მისცა ახალციხის ბაზრის ადმინისტრაციას მინისტრის მოადგილემ
ახალქალაქის ბაზრის დირექტორი და კონტროლიორი პატიმრობიდან გაათავისუფლეს