FM97.5 / LIVE

‘სამრეცხაოს წინ ლოდები ჩამილაგეს’ – მოქალაქე ახალციხის ბაზრის ადმინიტრაციას სასამართლოში უჩივის

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.06.2020
ახალციხის ბაზრის ადმინისტრაციამ ერთ–ერთი მოქალაქის კუთვნილ ავტოსამრეცხაომდე მისასვლელი გზა ლოდებით ჩაკეტა, იქვე მდებარე მშენებარე სახლის წინ კი ღობე გაავლო. ობიექტების მეპატრონეებმა ბაზრის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს.

‘სამრეცხაოს წინ ლოდები ჩამილაგეს’ – მოქალაქე ახალციხის ბაზრის ადმინიტრაციას სასამართლოში უჩივის

ჰაიკ ვაირადიანს თამარაშვილის ქუჩაზე, ახალციხის ბაზრის მიმდებარედ ავტოსამრეცხაო 2013 წლიდან აქვს. მიმდინარე წლის 11 მარტიდან კი ვეღარ ამუშავებს, რადგან ბაზრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სამრეცხაოს წინ ლოდები დააწყვეს.

„ბაზრის დირექტორი მოვიდა და მითხრა, რომ ეს მისი ტერიტორიაა და მუშაობის გასაგრძელებლად ყოველთვიურად 300 ლარი უნდა გადამეხადა. სანამ ჩემი სამრეცხაოს წინ გზას და ბაზარს გააკეთებდნენ, ეს ტერიტორია მე მეკუთვნოდა, მაგრამ 2011-12 წლებში როცა ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს სახელმწიფოს გზის გაყვანა უნდოდა დავთანხმდი. როგორ მოხდა რომ შემდეგ ამხელა ტერიტორია ბაზრის საკუთრება აღმოჩნდა? რანაირად? სამართალი სადაა. ახლა ესენი ლუკმას მართმევენ და შემოსავლის გარეშე მტოვებენ“, - ამბობს ვაირადიანი.

ვაირადიანის მსგავსად, პრობლემა აქვს ავტოსამრეცხაოს გვერდზე მცხოვრებ არამაის თუმასიანსაც. ბაზრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ღობე მისი მშენებარე სახლის წინ გააკეთეს.

„ასე გვეუბნებიან უკანა მხრიდან იარეთო, მანდ გორაა, როგორ ვიარო?! მე მაქვს უფლება ჩემს ნაკვეთზე რაც მინდა ის ავაშენო. სახლის წინ ღობე გამივლეს, სამშენებლო მასალებიც კი ვერ შემაქვს“, - ამბობს თუმასიანი.

ვაირადიანიც და თუმასიანიც გზით სარგებლობის უფლებას ითხოვენ. ორივემ სარჩელი სასამართლოში ერთად შეიტანეს. მათი ადვოკატი სოსო ხითარიშვილია.

ხითარიშვილი ამბობს, რომ გზის ის მონაკვეთი, რომლითაც ავტოსამრეცხაო და სახლის მეპატრონე სარგებლობდნენ, მართლაც ბაზრის საკუთრებაა, თუმცა ბაზრის დირექციას არ ჰქონდა უფლება მისი მარწმუნებლებისთვის მუშაობის უფლება შეეზღუდა.

„სავაჭრო ცენტრ ახალციხეს ვედავებით აუცილებელ გზას. ჩაუხერგეს შესასვლელი გზა, ფაქტობრივად ეს ობიექტი გაჩერებულია და ვერ ფუნქციონირებს, ესეც უკანონობაა მათი მხრიდან. ჩვეულებრივ პირობებში მათ უნდა შეეტანათ სარჩელი და ჩვენ პარალელურად მოვითხოვდით აუცილებელ გზას. არ უნდა მომხდარიყო ჩახერგვა და ფუნქციონირების შეწყვეტა. სამრეცხაოს გვერდზე პირს აქვს საცხოვრებელი სახლი, შემოღობეს ტერიტორია, სახლამდე მისასვლელი გზა არაა. იმდაგვარადაა შემოღობილი რომ მანქანის შეყვანაზე საუბარი ზედმეტია’, - ამბობს ხითარიშვილი.

ადვოკატმა, ვაირადიანისა და თუმასიანის საჩივარი ახალციხის რაიონულ სასამართლოში მარტში შეიტანა, თუმცა ჯერჯერობით სასამართლო არ გამართულა.

ავტოსამრეცხაოს მეპატრონე ირწმუნება, რომ ბაზარს თავის დროზე უკანონოდ აქვს აღნიშნული ტერიტორია დარეგისტრირებული. მისი ადვოკატი კი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ისინი მხოლოდ სამრეცხაომდე და მშენებარე სახლამდე მისასვლელი გზის გახსნას ითხოვენ.

„ჩვენ სადავოს არ ვხდით რამდენად კანონიერად დაირეგისტრირეს ტერიტორია. ჩვენ ვითხოვთ გზით სარგებლობის უფლებას, რომ სასამართლომ გამოგვიყოს აუცილებელი გზა“, - ამბობს ხითარიშვილი.

"სავაჭრო ცენტრ ახალციხეს" დირექტორი ვახტანგ ქართველიშვილი გვეუბნება, რომ ის ტერიტორიები, რომლებიც შემოღობეს და ლოდებიც დადეს მათი საკუთრებაა და მომავალში ამ ტერიტორიის კომერციული მიზნებისთვის გამოყენებას გეგმავს.

„აქამდე პატივი ვეცით, ხომ არ შეიძლება ჩემი საკუთრებით წლობით უფასოდ ისარგებლონ?! ვინც მაგ სამრეცხაოს აშენების ნებართვა გასცა, არ იცოდა რომ იქ ჩვენი ტერიტორია იყო?! მე ვეუბნები [ჰაიკ ვაირდანიანს] თუ ეს კომერციული საქმიანობისთვის უნდა გამოიყენო, გადამიხადე თუნდაც ერთი მანქანის ფასი.

მომავალში შეიძლება სამრეცხაო გავაკეთო ან მანქანების სადგომი, იმიტომ რომ საქართველოში, ყველა ბაზარში შესვლა არის ფასიანი . ანალოგიურად მეც მანდ გავაკეთებ მანქანების სადგომს და თუ ვინმე ვერ გადაიხდის ფულს უფასოდ დადგება. აგერ მაქვს ნახაზი, რაც ჩემია ჩემია“,-ამბობს ქართველიშვილი და ამატებს, რომ მანქანით მისასვლელი ჩაკეტა, მაგრამ ობიექტებამდე ფეხით შესასვლელი გზა დატოვა.

ბაზრის დირექტორს აინტერესებს, თუ ვაირადიანს და თუმასიანს ეჭვი ჰქონდათ, რომ ბაზრის მფლობელებმა ტერიტორია უკანონოდ დაისაკუთრეს, აქამდე რატომ არ გააპროტესტეს ეს საკითხი.

„არ ვიცი მე ადრე რა იყო. მაშინ რატო არ იდავეს?! ხმა რატომ არ ამოიღეს. როგორ, შენ ვიღაცამ ტერიტორია წაგართვა და აქამდე ხმას რატომ არ იღებდი?!“, - კითხულობს ბაზრის დირექტორი.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სამოქალაქო საჩივარი მიიღო, სარჩელი ასევე ბაზარსაც ჩაბარდა, თუმცა ჯერჯერობით სასამართლოს გამართვის თარიღი არაა ცნობილი.

‘სამრეცხაოს წინ ლოდები ჩამილაგეს’ – მოქალაქე ახალციხის ბაზრის ადმინიტრაციას სასამართლოში უჩივის

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადგილობრივებმა ახალციხის ბაზრის ადმინისტრაციას სასამართლო მოუგეს
მოქალაქეები ახალციხის ბაზრის წინააღმდეგ – სასამართლომ მხარეებს შეთანხმება შესთავაზა
როგორ აღმოჩნდა ახალციხეში მდებარე საავტომობილო გზა კერძო საკუთრებაში
ახალციხის ბაზარს ახალი დირექტორი ჰყავს
მოვაჭრეები ძველ ბაზარში აპირებენ დაბრუნებას
'აუცილებლად გავასაჩივრებთ’ - ახალციხის ბაზრის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა
‘ჯერ ბაზარში ნაკადის დარეგულირებაში დაეხმარნენ, მერე დააჯარიმეს’ – ადვოკატი პოლიციელებზე