FM97.5 / LIVE

როგორ აღმოჩნდა ახალციხეში მდებარე საავტომობილო გზა კერძო საკუთრებაში

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.07.2020
ახალციხეში, თამარაშვილისა და ასპინძის ქუჩის დამაკავშირებელი გზის 115 მეტრიან მონაკვეთს კერძო მესაკუთრე ჰყავს. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ტერიტორია ბაზრის საკუთრებაში მანამდე იყო, ვიდრე აქ გზას დააგებდნენ.

როგორ აღმოჩნდა ახალციხეში მდებარე საავტომობილო გზა კერძო საკუთრებაში

საჯარო რეესტრის უახლესი ამონაწერების მიხედვით, გზა რომელიც თამარაშვილის ქუჩას ასპინძის ქუჩასთან აკავშირებს, დაახლოებით 115 მ (შუქნიშნიდან ხიდამდე) მთლიანად შპს „სავაჭრო ცენტრი ახალციხეს“ საკუთრებაშია. უფრო ძველი საკადასტრო ნახაზებიდან კი ჩანს რომ 2015 წლამდე კოპმანია გზის მთლიან მონაკვეთს არ ფლობდა.

როგორ აღმოჩნდა ახალციხეში მდებარე საავტომობილო გზა კერძო საკუთრებაში

რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, საკადასტრო ნახაზში ცვლილების განხორციელების მოთხოვნით, პირველად ახალციხის ბაზარმა საჯარო რეესტრს 2015 წლის ივნისში მიმართა. რაზეც უწყებისგან უარი მიიღო, რადგან კომპანიას არ ჰქონდა წარდგენილი მუნიციპალიტეტის მიერ თანხმობა საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებით. მოგვიანებით, ზუსტად ერთი თვის შემდეგ ახალციხის ბაზარმა კოორდინატების შეცვლის თაობაზე მერიისგან თანხმობა მიიღო. ახალი საკადასტრო ნახაზით კი, ახალციხის ბაზრის საკუთრებაში გზის მთელი ნაწილი მოექცა.

როგორ აღმოჩნდა ახალციხეში მდებარე საავტომობილო გზა კერძო საკუთრებაში

ახალციხის ბაზრის ტერიტორია მისმა ახლანდელმა მფლობელმა, შპს „სავაჭრო ცენტრი ახალციხემ“ 2013 წლის ოქტომბერში შეიძინა. იმ პერიოდში საავტომობილო გზა, რომელიც თამარაშვილის ქუჩას ასპინძის ქუჩასთან აკავშირებს, უკვე აშენებული იყო. როგორც ახალციხის ბაზრის ახლანდელი დირექტორი, ვახტანგ ქართველიშვილი გვიყვება, ძველი ნახაზებით, მთელი ეს ტერიტორია, მათ შორის გზაც ნაკვეთის ყოფილი მფლობელის, შპს „ალფა მარკეტის“ საკუთრება იყო.

„ადრე აქ იყო სამხედრო ქალაქი, 2011 წელს გაიხსნა აქ პირველად ბაზარი. ეს ტერიტორია, სადაც ახლა გზა გადის, მაშინ ამ სამხედრო ქალაქის ნაწილი იყო. გზაც მაშინ ააშენეს იმდროინდელმა მფლობელებმა“ – გვიყვება ქართველიშვილი.

ბაზრის ახლანდელ დირექტორს 2015 წელს საკადასტრო ნახაზებში ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

იმის გასარკვევად, თუ რის საფუძველზე გასცა მაშინდელმა თვითმმართველობამ ნახაზების კორექტირების შესახებ თანხმობა და როგორ მოექცა საავტომობილო გზა კერძო მფლობელობაში ახალციხის მერს, ზაზა მელიქიძეს და ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატს, გია კოპაძეს დავუკავშირდით, რომელიც იმ პერიოდში ახალციხის მერი იყო.

გია კოპაძემ კითხვის მოსმენის შემდეგ ჯერ გვითხრა, რომ არ ახსოვდა რაზე ვეკითხებოდით. დამატებითი დეტალების მოსმენის შემდეგ კი გვიპასუხა: „2012 წლის შემდეგ რომ რაღაცა გზა გაიყვანეს, კარგად გაკეთდა და სიკეთით გაკეთდა და ხალხისთვის კარგი გაკეთდა, ამაზე პრეტენზია გაქვთ რამე? არ გაძლევთ ხოლმე ინტერვიუებს და კარგად ბრძანდებოდეთ“, – გვითხრა დეპუტატმა და ყურმილი დაკიდა. შემდგომ სატელეფონო ზარებს კოპაძემ აღარ უპასუხა.

საკადასტრო ნახაზში 2015 წელს განხორციელებული ცვლილების შესახებ, ინფორმაცია არ აქვს ახალციხის ამჟამინდელ მერს, რომელიც იმ პერიოდში ახალციხის გამგებელი იყო.

„მუნიციპალიტეტის ინტერესი არის, რომ გზა ჰქონდეს საკუთრებაში, თუმცა იმ მეპატრონესაც უნდა უნდოდეს. ქონება დარეგისტრირებული აქვს და ჩვენ რა შეგვიძლია ახლა, ჩვენი ხელისუფლება არის ჰუმანური და ვერ იქნება ისეთი, რომ ვინმეს კერძო საკუთრება წაართვას“ – გვითხრა მელიქიძემ.

კითხვაზე, თუ უცდია ოდესმე მუნიციპალიტეტს, რომ ალტერნატიული ფართის სანაცლოდ, მოლაპარაკებოდა გზის მესაკუთრეს, მელიქიძემ გვიპასუხა: „თვითონ მეპატრონეებმა უნდა გამოიჩინონ ინიციატივა. ყველა შემთხვევაში, ეს ჩემამდე იყო და მე ვერ გეტყვით იქ რა ნიუანსები იყო, რატომ მისცეს ეს გზა და ასე შემდეგ“.

იურისტი სოსო ხითარიშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტს ბაზრის ხელმძღვანელობისთვის ის მონაკვეთი, სადაც გზა გადის, ალტენატიულ ფართში უნდა გაეცვალა, იურისტი არ გამორიცხავს, რომ მომავალში კერძო მესაკუთრემ თვითმმართველობას გზით სარგებლობის უფლება შეუზღუდოს.

„წესით გზა უნდა იყოს მუნიციპალური საკუთრება, რაც ამ შემთხვევაში ასე არაა. მინიციპალიტეტს შეეძლო გაეცვალა სხვა ალეტრნატიულ ფართში ეს ტერიტორია. მე როგორც ვიცი ამაზე მოლაპარაკებებიც ჰქონდათ, თუმცა არ გაცვალეს. აუცილებელია მერიამ იზრუნოს ამ საკითხზე, რადგან, რომ მოინდომოს კერძო მესაკუთრემ, შეუძლია ჩაკეტოს ეს გზა და ამ შემთხვევაში ვერც ვერაფერს მოიმოქმედებს მუნიციპალიტეტი“ – ამბობს სოსო ხითარიშვილი და ამატებს, რომ ბაზრის ადმინისტრაციამ საკუთარ ტერიტორიაზე გადაადგილება უკვე შეუზღუდა ორ ადგილობრივს, რომლებსაც ბაზრის მიმდებარედ სავაჭრო ობიექტი და საცხოვრებელი სახლი აქვთ.

სწორედ ამ გზასთან დაკავშირებულ საკითხზე, ადგილობრივებმა ბაზრის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს. მათ ინტერესებს სოსო ხითარიშვილი იცავს. ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოქალაქეებისა და ბაზრის ადმინისტრაციის დავა ჯერ არ გადაუწყვეტია.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘სამრეცხაოს წინ ლოდები ჩამილაგეს’ – მოქალაქე ახალციხის ბაზრის ადმინიტრაციას სასამართლოში უჩივის
ადგილობრივებმა ახალციხის ბაზრის ადმინისტრაციას სასამართლო მოუგეს
მოქალაქეები ახალციხის ბაზრის წინააღმდეგ – სასამართლომ მხარეებს შეთანხმება შესთავაზა
დაკეტვიდან ერთი წლის თავზე ძველი ბაზარი ისევ გაიხსნა
მოვაჭრეები ძველ ბაზარში აპირებენ დაბრუნებას
მეუღლის სახელით ნაყიდი უძრავი ქონება
ახალციხის ბაზარს ახალი დირექტორი ჰყავს