FM97.5 / LIVE

‘ახალციხის ციხის’ ადმინისტრაციას გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო მოუგო

მთავარისიახლე, სამართალი 20.09.2019
„ახალციხის ციხიდან“ რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მაია მამულაშვილმა, ციხის ადმინისტრაციას სასამართლო მოუგო. განჩინების მიხედვით იგი სამსახურში უნდა აღდგეს და განაცდური აუნაზღაურდეს.

‘ახალციხის ციხის’ ადმინისტრაციას გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო მოუგო

ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ‘ახალციხის ციხიდან“ გათავისუფლებული თანამშრომლის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 20 სექტემბერს, 12:00 საათზე გამოცხადდა.

მოსამართლე მარიკა ჩიტაშილის გადაწყვეტილებით, ციხიდან გათავისუფლებული მაია მამულაშვილის საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა – იგი სამსახურში უნდა აღდგეს და იძულებითი განაცდურიც აუნაზღაურდეს.

„სასამართლო განხილვისას, მოპასუხე მხარემ კონკრეტულად ვერ დაასახელა მიზეზი, რატომ გაათავისუფლა თანამშრომელი. მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არადამაჯერებელი იყო. ამიტომ მათ უნდა აღასრულონ გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთში მამულაშვილის თანამდებობა აღარ არსებობს. ეს ციხის ადმინისტრციამ უნდა გადაწყვიტოს, რა ფორმით აღასრულებს“, – განაცხადა მარიკა ჩიტაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტებისას.

„ახალციხის ციხის“ დირექტორისთვის, დავით ტაბატაძისთვის, მოსამართლის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, მარიკა ჩიტაშვილმა მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო და ამას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„არ ვაპირებ მამულაშვილის აღდგენას სამსახურში. გავასაჩივრებ და ზუსტად ვიცი, მოვიგებ, რადგან, მიკერძოებული გადაწყვეტილება იყო და ეს წინა სხდომაზეც გამოიკვეთა, მოსამართლემ ჭკუის სწავლება რომ დამიწყო, როგორ უნდა მოვქცეულიყავი“, – ამბობს დავით ტაბატაძე.
კითხვაზე, რა უნდა გამხდარიყო საქმეში მოსამართლის მიკერძოების მიზეზი, ტაბატაძე ამბობს, რომ ჩიტაშვილისა და მამულაშვილის ოჯახებს ახლო მეგობრობა აკავშირებს: “წინა ხელისუფლების პერიოდში ორივეს მეუღლეები საგამოძიებო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდნენ და ახლო მეგობრობა აკავშირებთ“.

„ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციამ რეორგანიზაცია 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ხუთ აპრილს დაასრულა. ააიპ–ში ჯამში ხუთი სამსახური დარჩა, სადაც 74 თანამშრომელია დასაქმებული. ესენია: ადმინისტრაციის სამსახური, ტურიზმისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური, საფინანსო სამსახური და უსაფრთხოების სამსახური.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხე ყოფილი თანამშრომლის საქმეზე, გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს
'ოპტიმიზაცია მარტო ჩემთვის იყო?!' - ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომელი
ახალციხის ციხის ყოფილი საქმეთა მმართველი დირექტორს სასამართლოში უჩივის
ახალციხის ციხიდან ექვსი თანამშრომელი გაათავისუფლეს
სააპელაციო სასამართლომ ახალციხის ციხის ყოფილი თანამშრომლის საქმე წარმოებაში მიიღო
ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
ახალციხის ციხის დირექტორს ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო საბოლოოდ მოუგო