FM97.5 / LIVE

‘ისევ შემოსავლის გარეშე ვრჩებით’ - მეყვავილეები ქორწილებისა და ღონისძიებების აკრძალვაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 15.09.2020
ქორწილების, ქელეხების და სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებების აკრძალვამ, რესტორნების მეპატრონეებთან ერთად, ყვავილების გამყიდველებიც დააზარალა.

‘ისევ შემოსავლის გარეშე ვრჩებით’ - მეყვავილეები ქორწილებისა და ღონისძიებების აკრძალვაზე

ბიძინა გოგოლაძეს ახალციხეში ყვავილების და სადღესასწაულო ნივთების მაღაზია „ლოს ყვავილები“ აქვს. ბოლო პერიოდში 600 ლარის ყვავილი შეიძინა, თუმცა ქორწილების და სხვა ღონისძიებების აკრძალვის შემდეგ, ფიქრობს რომ გაყიდვა გაუჭირდება.

„იმედი გვქონდა, რომ შემოდგომაზე მაინც შევძლებდით ნორმალურ მუშაობას, ამ დროს არის უფრო მეტი ქორწილი, სკოლაში საზეიმო ღონისძიებების აკრძალვაც ცუდად იმოქმედებს ჩვენს ბიზნესზე“, – ამბობს იგი.

გოგოლაძე ფიქრობს, რომ რეგულაციების გამკაცრება იმაზე მძიმე შედეგების მომტანი იქნება, ვიდრე ეს პანდემიის დასაწყისში იყო.

„ფლორისტები საფრთხის წინაშე ვართ, შეიძლება ამდენი წლის საქმე სრულიად გაგვიჩერდეს. იწელება დრო, მთავრობა რა ნაბიჯებს გადადგამს არ ვიცი. შემომტანებიც ცდილობენ რომ ცოტა შემოიტანონ, რეალურად ყვავილების დეფიციტი ჩნდება ბაზარზე, ეს კი ფასების გაზრდას იწვევს“, - ამბობს გოგოლაძე.

მეყვავილეები ამბობენ, რომ ხელისუფლებას ფართომასშტაბიანი ღონისძიებების აკრძალვის შესახებ, წინასწარ უნდა გაეფრთხილებინა, ეს კი მათ ნაკლებად დააზარალებდა, რადგან დიდი ოდენობით ყვავილებს აღარ შემოიტანდნენ გასაყიდად.

„ამდენი ხანი გაჩერებულები ვიყავით, ახლაც ორ კაპიკს ვშოულობთ და არ ვიცი რა იქნება. ოჯახში არავინ მუშაობს, ეს იყო ჩვენი შემოსავლის ერთადერთი წყარო. იცით რომ ყვავილებს დიდხანს ვერ შევინახავთ, გადაყრა მოგვიწევს“, - ამბობს ახალციხის ბაზარში ყვავილების გამყიდველი.

ბოლო პერიოდში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის მატების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით რეგულაციები ისევ გამკაცრდა. აიკრძალა ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და სხვა სოციალური ღონისძიებების გამართვა, ღია ცის ქვეშ გამართულ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე კი 200–ზე მეტი ადამიანის დასწრება არ შეიძლება.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. მალევე, მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში თითქმის ყველა საჯარო დაწესებულება, დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, დაიხურა სურსათის გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი, რესტორნები და ბაზრობები. გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და ე.წ კომენდანტის საათი.

მიმდინარე წლის მარტიდან დღემდე, მაღაზიებმა და სხვა სავაჭრო ობიექტებმა სრული დატვირთვით მუშაობა მხოლოდ სამი თვე შეძლეს.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

COVID-19: რა შეზღუდვები ამოქმედდა 10 სექტემბრიდან
‘ვცდილობთ, რომ ფეხზე წამოვდგეთ’- ახალციხეში მაღაზიებმა მუშაობა განაახლეს
თქვენ თითქოს ტრადიციად გაქვთ ყვავილების ჩუქება - მეყვავილეები ახალციხიდან [Photo]
თანამშრომლების გათავისუფლება მოგვიწევს – რესტორნების მეპატრონეები ისევ გასაჭირში არიან
‘აუცილებელია სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კიდევ უფრო გამკაცრება’– გახარია
ვინ გააკონტროლებს სამცხე–ჯავახეთში ქორწილებისა და ქელეხების აკრძალვის შესრულებას
ვისაც აივანზე ყვავილების დარგვა სურს, მიწასა და ყვავილებს ახალციხის მერია მისცემს