FM97.5 / LIVE

‘ვცდილობთ, რომ ფეხზე წამოვდგეთ’- ახალციხეში მაღაზიებმა მუშაობა განაახლეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.05.2020
დღეიდან, 11 მაისიდან მაღაზიებმა მუშაობა განაახლეს, ახალციხეში მდებარე სავაჭრო ობიექტების მეპატრონეები აცხადებენ, რომ პროდუქციის გაძვირება მოუწევთ, რადგან შემოსატანი ნივთების ფასმა მინიმუმ 20%–ით მოიმატა.

‘ვცდილობთ, რომ ფეხზე წამოვდგეთ’- ახალციხეში მაღაზიებმა მუშაობა განაახლეს

ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო მაღაზია დღეს გაიხსნა. მეპატრონის, გრიგორ ამირხანიანის განცხადებით, პირველ ეტაპზე, სანამ მარაგი ამოეწურებათ, პროდუქციას ძველ ფასში გაყიდიან, თუმცა შემდეგ მომატება მოუწევთ.

„ორ თვეზე მეტი გაჩერებულები ვიყავით, ვერც ონლაინ ვყიდდი . წარმოიდგინეთ ერთ ნივთს ახლა 20 ლარად რომ გავყიდი და იგივეს შემდეგ 25 ლარში შევიძენ, ეს რას ნიშნავს. დოლარის კურსი რომ გაიზარდა ეს სიძვირე მაგან მოიტანა. ხალხისთვის და ჩვენთვისაც ძნელია“, - ამბობს მაღაზიის მეპატრონე გრიგორ ამირხანიანი.

დღეიდან განაახლა მუშაობა „ლოს-ყვავილებმაც“, მაღაზიის მფლობელი ბიძინა გოგოლაძე ამბობს, რომ ყვავილები ორი დღის წინ მიიღო და შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით გაყიდის.

„მეც ვიზარალე პანდემიის გამო. ყვავილების ნაწილი გადავყარე, მოგვიანებით მთავრობამ დაუშვა ონლაინ ვაჭრობა, მაგრამ უკვე ყვავილები აღარ იშვებოდა. დღეიდან განვაახლეთ მუშაობა და ვიცავთ რეკომენდაციებს, ვცდილობთ რომ ისევ ფეხზე წამოვდგეთ“, – ამბობს ბიძინა.

მისი თქმით, ყვავილების ფასმა უმნიშვნელოდ მოიმატა: „საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შემომაქვს“.

მაღაზია „მარსეას“ ყვავილები სომხეთიდან შემოჰქონდა, საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ, მაღაზიის მეპატრონეებმა ყვავილების ნაცლად ხილ–ბოსტნეულის გაყიდვა დაიწყეს.

„დაახლოებით 300-400 ლარის ყვავილის გადაყრა მოგვიწია. ახლა ხალხს ფული არ აქვს და არც ყვავილებს ყიდულობენ. თან საზღვრები ჩაკეტილია და ვეღარ შემომაქვს. დავიწყეთ ხილ–ბოსტნეულის გაყიდვა“, - ამბობს „მარსეას“ მეპატრონე სუმბატ კარაპეტიანი.

დღეიდან 11 მაისიდან, დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მესამე ეტაპი ამოქმედდა, მუშაობა განაახლა ყველა სახის წარმოებამ, ასევე გაიხსნა საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა.

მთავრობის გადაწყვეტილებით მუშაობის უფლება აქვს იმ მაღაზიებს, რომლებსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვს და არ ვაჭრობენ ტანსაცმელით და ფეხსაცმელით.

‘ვცდილობთ, რომ ფეხზე წამოვდგეთ’- ახალციხეში მაღაზიებმა მუშაობა განაახლეს

[მარიამ ბარძიმაძე,ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და მაღაზია იხსნება, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა
‘ისევ შემოსავლის გარეშე ვრჩებით’ - მეყვავილეები ქორწილებისა და ღონისძიებების აკრძალვაზე
11 მაისიდან  ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიების გარდა, ყველა სავაჭრო ობიექტი გაიხსნება
ახალციხის მეცხოველეობის ბაზარმა მუშაობა განაახლა
რა ტიპის შეზღუდვები მოიხსნა 5 მაისიდან
დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე მთავრობას ექვსეტაპიანი გეგმა აქვს
ახალციხის ციხეში მაღაზიები ბრუნდება