FM97.5 / LIVE

თქვენ თითქოს ტრადიციად გაქვთ ყვავილების ჩუქება - მეყვავილეები ახალციხიდან [Photo]

მთავარისაზოგადოება, მოქალაქე ჟურნალისტები 03.03.2016
3 მარტს, დედის დღეს, ახალციხის ქუჩებში უამრავ მეყვავილეს შეხვდებით. როგორც ყველა ადამიანს, მათაც აქვთ საკუთარი ისტორიები. ბევრი მათგანისთვის კი მსგავსი დღესასწაულები შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ გამყიდველთა ნაწილი თავადაც დედაა, მათთვის გამოყოფილ ამ ერთ დღეს ქუჩაში ატარებენ, იმ მიზნით, რომ ოჯახს მცირედი თანხა შემატონ.

მეყვავილეთა უმრავლესობას საკუთარი ვინაობის გამჟღავნება არ სურს, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც საუბარზე სიამოვნებით გთანხმდებიან.

თქვენ თითქოს ტრადიციად გაქვთ ყვავილების ჩუქება - მეყვავილეები ახალციხიდან [Photo]
ასია კირანიანი ახალციხეში ცხოვრობს, ყვავილებს თითქმის ყველა დღესასწაულზე ყიდის. ამბობს, რომ მოგება არც თუ ისე დიდია, მაგრამ, მოგებაზე მეტად მყიდველების ბედნიერი სახეები ახალისებს. დღეს მყიდველებისთვის დიდი არჩევანი რომ ჰქონოდათ, ფინანსების მოძიება დასჭირდათ.

„სესხი ავიღე, რომ ბევრი ყვავილი მქონოდა. დღის ბოლოს დარჩენილი ყვავილები, ნაგვის ურნაში აღმოჩნდება. ჯერ არ კი ვიცი, მეყოფა თუ არა აღებული ფული ვალის დასაფარად“, – ამბობს იგი.


თქვენ თითქოს ტრადიციად გაქვთ ყვავილების ჩუქება - მეყვავილეები ახალციხიდან [Photo]
მეყვავილეთა შორის არა მხოლოდ ადგილობრივები, სხვა რეგიონებიდან ჩამოსულებიც გვხვდებიან. მაგალითად, დები ზესტაფონიდან, რომელთაც რატომღაც ვინაობის გამხელა არ სურთ. ისინი ამბობენ, რომ საკუთარ ეზოში მოყვანილ ყვავილებს ყიდიან.

კითხვაზე, რამდენად ღირდა ამხელა გზის გამოვლა, ან რატომ ახალციხეში, გვპასუხობენ: „დეიდა, ზესტაფონში ვინ იყიდის ყვავილებს?! ყვავილების გაყიდვა თუ გინდა, ახალციხეში უნდა ჩამოხვიდე. თქვენ თითქოს ტრადიციად გაქვთ ყვავილების ჩუქება, ვერცერთ სხვა რეგიონში ვერ ვყიდით ყვავილებს ისე, როგორც აქ. რაღა დაგიმალოთ და ჩემთვის მეუღლესაც კი არ უჩუქებია არასდროს ყვავილები“, – ამბობენ და ამატებენ, რომ დღის ბოლოს, როცა მყიდველების ნაკადი შეწყდება, დარჩენილ ყვავილებს გამვლელებს აჩუქებენ, – „განსაკუტრებით გვიყვარს ყვავილები, გადასაყრელად ვერ ვიმეტებთ“.


თქვენ თითქოს ტრადიციად გაქვთ ყვავილების ჩუქება - მეყვავილეები ახალციხიდან [Photo]
პეტრე ნიკოღოსიანიც ადგილობრივია. უკვე წლებია დედის დღეს, ასევე სხვა დღესასწაულებზეც,ყვავილებს ყიდის. დღეს იგი მეუღლესთან ერთად დგას ყვავილების დახლთან და ხან სიმღერით, ხან ლექსის თქმით ატარებს ამ დღეს. მას ყველაზე მეტად ის ახარებს, რომ ყვავილებს ასაკის მიუხედავად ყველა ყიდულობს და აბედნიერებენ ზოგჯერ ახალგაზრდა, ზოგჯერ კი თმაში ჭაღარაშერეულ დედებს.

დედის დღე თითქოს ჩვეულებრივი, მაგრამ მაინც რაღაცით გამორჩეული დღეა. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეების ნაწილის თქმით, 3 მარტი მათთვის არაფერს ნიშნავს, ამ დღეს მაინც ბევრი ელის, სხვადასხვა მიზეზით, ზოგი ყოჩივარდების მოლოდინში, ზოგი კი კლიენტის გულუხვობის.ამ დღეს ახალციხეც, ყველა სხვა დღეებისგან განსხვავებით, უჩვეულოდ ფერადი და ხალხმრავალია.

[ეკა ბერიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვისაც აივანზე ყვავილების დარგვა სურს, მიწასა და ყვავილებს ახალციხის მერია მისცემს
ახალციხეში ყვავილებს რგავენ
‘ისევ შემოსავლის გარეშე ვრჩებით’ - მეყვავილეები ქორწილებისა და ღონისძიებების აკრძალვაზე
ახალციხეში ჰოლანდიურმა ყვავილებმა ვერ გაიხარა [Photo]
‘ვცდილობთ, რომ ფეხზე წამოვდგეთ’- ახალციხეში მაღაზიებმა მუშაობა განაახლეს
ახალციხეში წრიულ მოედნებზე, ყვავილები დარგეს[photo]
პატრულის თანამშრომლებმა მძღოლ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს [Photo]