![როგორი მდგომარეობაა სკოლებში სწავლის დაწყებამდე 3 დღით ადრე [ფოტო] როგორი მდგომარეობაა სკოლებში სწავლის დაწყებამდე 3 დღით ადრე [ფოტო]](/uploads/posts/2020-09/1599847828_orjas-skola.jpg)
2020–2021 სასწავლო წელი სკოლებში 15 სექტემბერს იწყება, მანამდე კი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულებებს მთელი რიგი
რეკომენდაციების შესრულება მოუწევთ. ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნა სველი წერტილების მოწესრიგებაა, ეს კი რეგიონის სკოლებში მთავარ პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ამ კუთხით ჯავახეთშია.
სკოლების ნაწილში სასმელი წყალი არ აქვთ, მოუწესრიგებელია საპირფარეშოებიც. რეკომენდაციების მიხედვით, ერთ მოსწავლეზე 6–დან 23 ლიტრამდეა საჭირო.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯას საჯარო სკოლაში 83 მოსწავლე სწავლობს, აქ წყალი მხოლოდ ეზოში მოდის, საპირფარეშოს შენობის სახურავი დაზიანებულია, შიგნით კი ქაღალდი, სადეზინფექციო საშუალებები და ნაგვის ურნა არ დგას. სკოლის დირექტორი ფიქრობს, რომ 15 სექტემბერს მათთან სწავლა სავარაუდოდ ვერ განახლდება.
„სველი წერტილი ჩვენ ეზოში გვაქვს, მაგრამ დანგრეულია. ახალი ტუალეტის ასაშებლად ტენდერი მაქვს გამოცხადებული, ჯერ მშენებლობა არ დაწყებულა. სადეზინფექიო საშუალებები შევიძინეთ და უახლოეს დღეებში მოგვიტანენ. ჯანდაცვიდან ჯერ არ მოსულან შემოწმებაზე, რასაც მეტყვიან იმას გავაკეთებ“,- ამბობს სოფელი ორჯას საჯარო სკოლის დირექტორი, ნვერ მინასიანი.
ორჯას სკოლის საპირფარეშოსოფელ დილისკაში ორი საჯარო სკოლაა, აქედან ერთში, N1 სკოლაში სწავლა 15 სექტემბერს ვერ განახლდება, შენობა ავარიულია, ეზოში სასმელი წყალი არის, თუმცა საპირფარეშოში არა.
„გვითხრეს, რომ სხვა შენობა უნდა მოვძებნოთ, აქ სასწავლო პროცესი ვერ განახლდება“, – ამბობს სკოლის დირექტორი რიმა მკოიანი.
შედარებით კარგი მდგმარეობაა დილისკას მეორე სკოლაში, აქ წყალიცაა და სველი წერტილიც მოწესრიგებულია, თუმცა სადეზინფექციო საშუალებები და საკლასო ოთახებში ნაგვის ურნები მექანიკური სახურავით არ დაგვხვდა.
დირექტორის, კარინე ნაჰატაკიანის თქმით, სწავლის დაწყებამდე აღნიშნული საკითხები მოგვარდება, იგი ფიქრობს, რომ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი დადებით რეკომენდაციას მისცემს.
დილისკას N1 საჯარო სკოლაწელს სწავლა არ განახლდება არაგვას საჯარო სკოლაში. დირექტორის, ანდრეს აბდოიანის განცხადებით, აქ ჯერ კიდევ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოსაწესრიგებელია საპირფარეშოც.
სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ხოსპიოს სკოლაშიც, თუმცა აქ გვითხრეს, რომ სასწავლო პროცესი მაინც განახლდება. საგანმანათლებლო დაწესებულებას, ჯერ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით გათვალისწინებული საჭირო ინვენტარი, სველ წერტილებში არ განუთავსებია.
საპირფარეშოს პრობლემაა სოფელ ბავრას საჯარო სკოლაში, დირექტორი ამბობს, რომ შენობის ეზოში დროებით ე.წ ბიო ტუალეტს განათავსებს და სწავლის განახლებას შეძლებს.
„მონიტორინგზე იყვნენ უკვე, რადგან სველი წერტილის მშენებლობა მიმდინარეობს და სასწავლო წელს ვერ მოუსწრებს მითხრეს, რომ დროებით „ბიო ტუალეტებს“ მოგვიტანენ. სასწავლო წელს ჩვეულებრივად დავიწყებთ“,- ამბობს მისაკ შირინიანი.
ბავრას სკოლის საპირფარეშოჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით, სკოლაში მოსწავლეების გარდა, ყველამ პირბადე უნდა ატაროს, სავალდებულოა თერმოსკრინინგი, დეზობარიერი და მერხებს შორის ერთმეტრიანი დისტანცია. სკოლის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს სადეზინფექციო ხსნარები.
11 სექტემბრის
მონაცემებით, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამცხე–ჯავახეთში არსებული 206 სკოლიდან 37 შეამოწმა, აქედან დადებითი შეფასება 12–მა მათგანმა მიიღო, ხუთმა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, 20–მა სკოლამ კი განაცხადა, რომ ამ ეტაპზე შემოწმებისთვის მზად არ არის.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სკოლა ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს
დაიხურება.
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით, სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს წყლის საბაზისო რაოდენობა:
სასმელი ხარისხის წყალისკოლა – 5 ლიტრი დღეში ერთ პირზე გადაანგარიშებით (ყველა ბავშვი და დაწესებულების სრული პერსონალი);
სკოლა-პანსიონი (24 საათიანი) - 20 ლიტრი დღეში ერთ პირზე გადაანგარიშებით (ყველა ბავშვი და დაწესებულების პერსონალი მუდმივ შტატზე);
სამეურნეო დანიშნულების წყალიტუალეტებისათვის, რომლებიც მიერთებულია ცენტრალური წყალმომარაგების სისტემასთან ან წყლის ავზთან - 10-20 ლიტრი დღეში ერთ პირზე გადაანგარიშებით;
ტუალეტებისათვის, რომლებიც არაავტომატურად ირეცხება თავად მომხმარებლის მიერ - 1.5-3 ლიტრი დღეში ერთ პირზე გადაანგარიშებით.
წყლის ხელმისაწვდომობა და წყალმოხმარების ტექნიკური საშუალებები: • სათანადოდ აღჭურვილი წყალმოხმარების წერტილები, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცები - ხელმისაწვდომი სასწავლო დაწესებულების ყველა კრიტიკულ წერტილში, კონკრეტულად კი სველ წერტილებში და სამზარეულოში;
• სათანადოდ აღჭურვილი სასმელი წყლის წერტილები - ხელმისაწვდომი მოსწავლეებისა და პერსონალისათვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის;
• რესურსსკოლებში (24 საათიანი მომსახურების მქონე სკოლებში) არსებულ სამრეცხაოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხელმისაწვდომი - ცხელი წყალი და სარეცხი საშუალება, ასევე ქლორშემცველი სადეზინფექციო ხსნარი.
ვრცლად ჯანდაცვის რეკომენდაციებს გაეცანით
აქ.
[რიმა სარუხანიან]