FM97.5 / LIVE

15 სექტემბერს სწავლა ბორჯომის ყველა საჯარო სკოლაში განახლდება

მთავარისიახლე, განათლება 14.09.2020
ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 20–ვე სკოლაში სასწავლო წელი, ხვალ 15 სექტემბერს დაიწყება. უსაფრთხოებიდან გამომდინარე სკოლებში სასადილო ოთახები დროებით დაიკეტება.

15 სექტემბერს სწავლა ბორჯომის ყველა საჯარო სკოლაში განახლდება

ბორჯომის სკოლები მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმეს. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, იზოლდა ლომიძის განცხადებით, 20–ვე მათგანმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები დააკმაყოფილა.

20 სკოლიდან სამში ე.წ ჰიბრიდული მოდელით ისწავლიან. დანარჩენებში კი სტანდარტულად, საკლასო ოთახებში.

„ბავშვთა დიდი ნაკადიდან გამომდინარე, პირველ, მესამე და მეექვსე სკოლებში გაკვეთილების ნაწილს დისტანციურად ჩაატარებენ. ყველა სკოლაშია წყალი და აკმაყოფილებს რეკომენდაციებს. რაც შეეხება სასადილოებს, წინა წლებში მოქმედებდა, მაგრამ წელს არ გაგვიცია ნებართვა. სკოლებს არ დაუწყიათ ამ კუთხით მზადება“, – ამბობს იზოლდა ლომიძე.

2020–21 სასწავლო წელს ბორჯომის სკოლებში 5 550–მდე მოსწავლე ისწავლის, აქედან 320 პირველკლასელია.

საგანმანათლებო რესურსცენტრის ინფორმაციით, მოსწავლეთა რაოდენობა უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც მოიმატებს, რადგან ბორჯომში მდებარე კერძო სკოლა, იხურება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა
ახალციხის კერძო და საჯარო სკოლებში 344 პირველკლასელი დარეგისტრირდა
სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

სასწავლო პროცესი ახალციხის ყველა სკოლაში განახლდა
სამცხე–ჯავახეთის 195 სკოლიდან 122 შეშის ღუმელით თბება
საჯარო სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება
განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება