FM97.5 / LIVE

განახლდება თუ არა პირველს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 25.08.2016
ახალციხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს 2016–2017 სასწავლო წლის დაწყება სავარაუდოდ ისევ ქალაქის სხვა სკოლებში მოუწევთ. N1 სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

განახლდება თუ არა პირველს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს

ახალციხის N1 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები 12 იანვარს დაიწყო და 30 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

„ლესვა და კერამოგრანიტის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია. სამღებრო სამუშაოები სრულდება. ცეკვის, სპორტულ დარბაზში და საკლასო ოთახებში იწყება პარკეტის დაგება. დასრულებულია სველი წერტილები, მხოლოდ დასამონტაჟებელია ხელსაბანები და უნიტაზები“, – ამბობს მშენებელი კომპანიის „ინტერ პლიუსის“ფინანსური დირექტორი ლექსო მათოშვილი.

მისი თქმით, პარალელურად მიმდინარეობს ფასადზე სამღებრო სამუშაოები. შეცვლილია სახურავის ნაწილი და დაზიანებული ფანჯრები. ეზოში აშენდა ე.წ საქვაბე.

„15.000 კვ.მ კედლი გაილესა, შეიცვალა ფანჯრის რაფები და 135 კვ.მ მეტალოპლასტმასის ფანჯარა. ჯამში 2.000 კვ.მ სახურავი უნდა შეიცვალოს, ეს სამუშაოები თითქმის დასრულებულია“, – განმარტავს ლექსო მათოშვილი.

სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 85 ადგილობრივი ხელოსანი და დამხმარე მუშა მუშაობს.

მშენებელ კომპანიაში განგვიმარტეს, რომ ცენტრალური გათბობის და სავენტელაციო სამუშაოებისთვის სპეციალისტები თბილისიდან ჩამოიყვანეს.
ჯამში სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 395.000 ამერიკული დოლარი დაიხარჯება.

საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს იწყება. რომელ სკოლაში დაიწყებენ სასწავლო პროცესს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

სკოლის დირექტორის ჟუჟუნა გოგოლაურის განმატებით, ამ საკითხზე უახლოეს დღეებში იმსჯელებენ.

„ჯერ არ ვიცით, ხვალ თათბირი გვექნება და ალბათ გავიგებთ. შვებულებაში ვარ 15 დღეა“, – განაცხადა სატელეფონო საუბარში ჟუჟუნა გოგოლაურმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სასწავლო წელს N1 საჯარო სკოლის 950 მოსწავლე N3 და N6 საჯარო სკოლებში იყვნენ გადანაწილებული.
N1 საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციას აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (“Millennium Challenge Corporation- MCC”) აფინანსებს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას 19 ნოემბერს მოეწერა ხელი.

განახლდება თუ არა პირველს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს

განახლდება თუ არა პირველს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს

განახლდება თუ არა პირველს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის პირველ სკოლაში დემონტაჟი დასრულდა
ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ ახალციხის პირველი სკოლის რეაბილიტაცია იწყება
ახალციხის პირველი სკოლა 15 სექტემბრისთვის რემონტს ვერ ასრულებს
სწავლა სხვის სკოლაში
ახალციხის ოთხ სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება
ორწლიანი ლოდინი სრულდება – პირველ სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად ემზადებიან
ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]