FM97.5 / LIVE

ახალციხის მეორე სკოლაში სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდება

მთავარისიახლე, განათლება 10.09.2019
ქალაქ ახალციხის სამ საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მეორე საჯარო სკოლაში გვითხრეს, რომ სამუშაოების გამო, შესაძლოა სწავლის დაწყების თარიღი გადაიწიოს.

ახალციხის მეორე სკოლაში სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდება

ახალციხის მეორე საჯარო სკოლაში ამ ეტაპზე შიდა და გარე საკანალიზაციო სისტემის, სველი წერტილების გაკეთება და ელექტროგაყვანილობის მოწესრიგება მიმდინარეობს. სწავლის დაწყებამდე კი ერთი კვირაა დარჩენილი.

„ვცდილობთ, რომ მოვასწროთ, ჯერ თარიღსაც ვერ გეტყვით. რისკი არსებობს, იმიტომ რომ სამუშაოები მიმდინარეობს. ვცდილობთ 16 სექტემბერს დავიწყოთ სასწავლო პროცესი“, – ამბობს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი ბელა დიასამიძე.

მეორე სჯარო სკოლას, ახალციხის მერიის მიერ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ხომერიკი და კომპანია“ 238 967 ლარად აკეთებს.

ახალციხის მერიაში ირწმუნებიან, რომ სამუშაოები სწავლის დაწყებამდე დასრულდება. თუმცა „ხომერიკი და კომპანიის“ დირექტორი ზვიად ხომერიკი გვეუბნება, რომ სამუშაოების 16 სექტემბრამდე დასრულების ვალდებულება არ აქვთ, რადგან მათთან ხელშეკრულება ივლისის ბოლოს გაფორმდა.

„ჩვენ ვაკეთებთ ნაწილობრივ რემონტს, რამდენიმე სველ წერტილს და წყლის პრობლემას მოვაგვარებთ. ვფიქრობ, რომ მაინც შეუფერხებლად ისწავლიან, ხელს არ შევუშლით. შეიძლება რაღაც ნაწილით ვერ ისარგებლონ, მაგრამ საკმარისი ფართი ექნებათ სკოლაში“, – ამბობს ხომერიკი.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიამ სამუშაოები ცხრა ოქტომბერს უნდა ჩააბაროს.

ქალაქ ახალციხეში მეორე სკოლის გარდა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მეხუთე და მეექვსე საჯარო სკოლებში მიმდინარეობს. სკოლების დირექტორების თქმით, აღნიშნულ სკოლებში სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს განახლდება.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]
ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეები დროებით ქალაქის სხვა სკოლებში ისწავლიან
განახლდება თუ არა პირველს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს
პირველი სკოლა სწავლის დაწყებას მესამე სკოლაში იზეიმებს
ახალციხის სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს [ფოტო]
სკოლებში სწავლის დაწყებამდე დეზინფექციას ჩაატარებენ
ახალციხის პირველ სკოლაში რემონტის დასრულებას სწავლის დაწყებამდე გეგმავენ