FM97.5 / LIVE

მამუკა მიქელაძე ახალციხის მერიამ უკანონო მშენებლობისთვის ორჯერ დააჯარიმა

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.09.2020
ახალციხის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ მამუკა მიქელაძე, ბენზინგასამართი სადგურის უკანონო მშენებლობის გამო, მერიამ ორჯერ, მთლიანობაში 2 500 ლარით დააჯარიმა.

მამუკა მიქელაძე ახალციხის მერიამ უკანონო მშენებლობისთვის ორჯერ დააჯარიმა

ახალციხის მერიის ზედამხედველობის სამსახური შვიდ თვეზე მეტ ხანს სწავლობდა, უკანონოდ დაიწყო თუ არა ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, მამუკა მიქელაძემ. საბოლოოდ, ყოფილი მაღალჩინოსანი ერთხელ 500, მეორედ კი 2000 ლარით დააჯარიმა, თუმცა შენობის დემონტაჟის ან შეჩერების გადაწყვეტილება არ მიუღია.

იანვრიდან უკვე მეშვიდე თვეა ადგილზე სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობს. ბენზინგასამართი სადგური თითქმის დასრულებულია.

მერიის ზედამხედვლეობის სამსახურის მიერ უკანონო მშენებლობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ ახალციხის მერიას მიმართა. თვითმმართველობაში განაცხადეს, რომ საკითხის შესახებ ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ და კომენტარს ვერ გააკეთებენ.

ამავე კითხვაზე წერილობით გასცა მერიამ პასუხი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ - „აღნიშნული პიროვნება დაჯარიმდა ორჯერ - პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45-ე მუხლის „გ“ პუნქტისა (სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა – 500 ლარი) და 43-ე მუხლის „ბ“ პუნქტის (უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება – 2000 ლარი) შესაბამისად“, - ასეთი ტექსტი მიიღო პასუხად ორგანიზაციამ მას შემდეგ, რაც მერიას მოკვლევის შედეგები რამდენჯერმე მოსთხოვა.

„იანვრიდან დღემდე მერია ჩვენს წერილებზე გვპასუხობდა მხოლოდ იმას, რომ საკითხს სწავლობდნენ. ბოლოს, გასულ კვირას, ამ საქმის წარმოების მასალების დაშტრიხული სახით წარმოდგენა ვთხოვეთ, იმაში დასარწუნებლად მაინც, რომ ამ საქმეს რეალურად სწავლობდნენ. ასევე, მშენებლობა თითქმის დასრულდა და საინტერესო იყო, თუ რა დაადგინა მერიამ და მოგვწერეს, რომ ორჯერ დააჯარიმეს“, - ამბობს „გამჭვირვალობის რეგიონული კოორდინატორი თამუნა უჩიძე.

ის, რომ მშენებლობა უკანონო იყო, 2020 წლის აპრილში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაში დაიწერა.

დოკუმენტის თანახმად, მიქელაძის უკანონოდ აშენებული ბენზინგასამართი სადგური სამ მიწის ნაკვეთს ფარავს, რომელთაგან ერთი (34 კვ.მ) ეკუთვნის მამუკა მიქელაძეს, (მაღალჩინოსანმა ამ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა იქამდე დაიწყო, სანამ ახალციხის მერია ნებართვას მისცემდა).

მეორე ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრება იყო, რომელიც ორგანიზაციის კვლევის გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვეში ქონების სააგენტომ აუქციონზე გაიტანა და მიქელაძის ბიზნესპარტნიორმა, იმედა მუმლაძემ შეიძინა.

მესამე კი ის ტერიტორიაა, რომელზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობდა, საბოლოოდ სასამართლომ მიქელაძე გაამტყუნა, 10 000 ლარიანი ჯარიმა და სამწლიანი პირობითი მიუსაჯა. საქმე ეხებოდა მიწის ნაკვეთს, რომელიც მიქელაძემ მაშინ გადაიფორმა, როცა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „საკუთრების უფლების აღიარების კომისიას” ხელმძღვანელობდა.

მამუკა მიქელაძე ახალციხის მერიამ უკანონო მშენებლობისთვის ორჯერ დააჯარიმა

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ყოფილი მაღალჩინოსანი კანონდარღვევით დაწყებულ მშენებლობას აგრძელებს – საქმის მოკვლევა მიმდინარეობს
‘სახელმწიფომ კანონიერი ჩარჩო მოუძებნა უკანონობას’ – ‘ოცნების’ ყოფილი დეპუტატის საქმე
‘ოცნების’ ყოფილი დეპუტატის უკანონო ქმედებებს სამი წელია იძიებენ
ახალციხეში 'ქართული ოცნების' ყოფილი მაღალჩინოსანი ბენზინგასამართ სადგურს კანონდარღვევით აშენებს – გამჭვირვალობა
‘მიწის კომისიის’ თავმჯდომარემ ახალციხეში ნაკვეთი დაიკანონა
მამუკა მიქელაძემ დანაშაული აღიარა – ‘ოცნების’ ყოფილ დეპუტატთან საპროცესო გაფორმდა
ახალციხის მერიის ‘მიწის კომისიას’ მამუკა მიქელაძე უხელმძღვანელებს