FM97.5 / LIVE

მამუკა მიქელაძემ დანაშაული აღიარა – ‘ოცნების’ ყოფილ დეპუტატთან საპროცესო გაფორმდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 03.07.2020
ახალციხის საკრებულოში "ქართული ოცნების" ფრაქციის ყოფილ თავმჯდომარესთან, მამუკა მიქელაძესთან საპროცესო გაფორმდა. მას 10 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა და სამწლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა. „ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსანს გამამტყუნებელი განაჩენი ახალციხეში მიწის დაკანონების საქმეზე გამოუტანეს.

მამუკა მიქელაძემ დანაშაული აღიარა – ‘ოცნების’ ყოფილ დეპუტატთან საპროცესო გაფორმდა

ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესი დღეს, სამ ივლისს გაიმართა. მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა მამუკა მიქელაძე დამნაშავეს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ცნო. ესენია:

სსკ-ს 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს თაღლითობას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ყალბი დოკუმენტის, ბეჭდვის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენებას, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

მამუკა მიქელაძის ინტერესებს დღევანდელ სასამართლო პროცესზე სახაზინო ადვოკატი იცავდა.

„ორი დღეა რაც ამ საქმეში ჩავერთეთ, მან პროცესზე აღიარა დანაშაული და საპროცესო გაფორმდა“, – განაცხადა სახაზინო ადვოკატმა. თავად მიქელაძემ კი "სამხრეთის კარიბჭეს" ზარს არ უპასუხა.

„ქართული ოცნების“ ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მამუკა მიქელაძემ, 2016 წელს საკრებულოში ყოფნის დროს საკუთარ თავს თამარაშვილის ქუჩაზე მიწის ნაკვეთი დაუკანონა. საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეობასთან ერთად, მიქელაძე იკავებდა „საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის” ხელმძღვანელის პოსტსაც.

სწორედ ამ პერიოდში დაუკანონა მან საკუთარ თავს ახალციხეში, თამარაშვილის N57-ის მიმდებარედ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 275 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. მიქელაძე თავად იყო განმცხადებელიც და რეზოლუციის დამდებიც.

აღნიშნულ საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველომ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. რაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს.

სამწლიანი ძიების შედეგ, მოსამართლე ჯეირანაშვილმა მიქელაძეს საპროცესო სსკ–ის ორი მუხლით ჩადენილი დანაშაულის გამო გაუფორმა. მას ბრალად ედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობა და ყალბი დოკუმენტების დამზადება და გამოყენება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘მიწის კომისიის’ თავმჯდომარემ ახალციხეში ნაკვეთი დაიკანონა
ახალციხეში 'ქართული ოცნების' ყოფილი მაღალჩინოსანი ბენზინგასამართ სადგურს კანონდარღვევით აშენებს – გამჭვირვალობა
‘ოცნების’ ყოფილი დეპუტატის უკანონო ქმედებებს სამი წელია იძიებენ
ყოფილი მაღალჩინოსანი კანონდარღვევით დაწყებულ მშენებლობას აგრძელებს – საქმის მოკვლევა მიმდინარეობს
‘სახელმწიფომ კანონიერი ჩარჩო მოუძებნა უკანონობას’ – ‘ოცნების’ ყოფილი დეპუტატის საქმე
ახალციხის მერიის ‘მიწის კომისიას’ მამუკა მიქელაძე უხელმძღვანელებს
მამუკა მიქელაძე ახალციხის მერიამ უკანონო მშენებლობისთვის ორჯერ დააჯარიმა