FM97.5 / LIVE

ახალციხეში 'ქართული ოცნების' ყოფილი მაღალჩინოსანი ბენზინგასამართ სადგურს კანონდარღვევით აშენებს – გამჭვირვალობა

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.04.2020
ქალაქ ახალციხის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა მიქელაძემ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა ნებართვის გარეშე დაიწყო. ყოფილი მაღალჩინოსანი სადგურს, ქალაქის შესასვლელში, საკუთარ მიწაზე აშენებს, თუმცა აგებული შენობა ფარავს როგორც სახელმწიფოს, ასევე მიქელაძის საკუთრებაში არსებულ იმ მეორე მიწის ნაკვეთსაც, რომელსაც ყადაღა ადევს. დარღვევების შესახებ ინფორმირებულია ახალციხის მერია. უწყებაში ამბობენ, რომ საკითხს სწავლობენ, თუმცა ამ დრომდე მათი მხრიდან გატარებული ღონისძიებების შესახებ, უცნობია.

ახალციხეში 'ქართული ოცნების' ყოფილი მაღალჩინოსანი ბენზინგასამართ სადგურს კანონდარღვევით აშენებს – გამჭვირვალობა

აღნიშნულ კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აქვეყნებს.

მამუკა მიქელაძე ქალაქ ახალციხის 2014-2017 წლის მოწვევის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო. იგი, ამჟამად ახალციხეში თამარაშვილის N57-ის მიმდებარედ, ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ, ბენზინგასამართ სადგურს აშენებს. ამისთვის მან, 2019 წლის 4 ოქტომბერს შპს „ატლანტ ოილი” დააფუძნა. კომპანიის დირექტორი თავადაა, 50% წილს კი ახალციხელ ბიზნესმენთან იმედა მუმლაძესთან იყოფს. 30 ოქტომბერს, ახლადდაფუძნებული შპს-ს დირექტორმა ახალციხის მერიას თამარაშვილის N57-ის მიმდებარედ, მისივე საკუთრებაში არსებულ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 35 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ბენზინ გასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვისთვის მიმართა. თუმცა, მშენებლობა მანამდე დაიწყო, ვიდრე ნებართვას მიიღებდა.

ახალციხის მერიამ „ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსანს მშენებლობის ნებართვა 35 კვ.მ-ზე, განაცხადის შეტანიდან ორთვენახევრის მოგვიანებით, 2020 წლის 16 იანვარს მას შემდეგ მისცა, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოდან“ ორი წერილი მიიღო. თუმცა, ამ დროისთვის მიქელაძეს აქ შენობა უკვე აშენებული ჰქონდა.

გარდა უნებართვოდ დაწყებული მშენებლობისა, ავტოგასამართი სადგური ფარავს როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 85.5 კვ.მ. (ს/კ 62.09.54.834) და 6.7 კვ.მ. (ს/კ 62.09.62. 059) არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს, ასევე, მიქელაძის საკუთრებაში არსებულ სხვა ფართს (ს/კ 62.09.54.926), რომელსაც ყადაღა ადევს.

გაცემულ სამშენებლო ნებართვაზე ზედამხედველობა მერიას არ განუხორციელებია. საზღვრების დარღვევის შესახებ როგორც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ, ასევე, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ჩვენგან შეიტყო. სააგენტომ დარღვევა დაადასტურა და რეაგირებისთვის ის ახალციხის მერიას 2020 წლის 18 თებერვლამდე გადაუგზავნა. თუმცა, ამ დრომდე არაა ცნობილი, გატარდა თუ არა შესაბამისი ღონისძიებები ქალაქში ავტოგასამართი სადგურის კანონდარღვევებით მშენებლობაზე.

ეს არაა მიქელაძის მიერ კანონდარღვევის პირველი შემთხვევა, რაზეც შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება იგვიანებს.

მამუკა მიქელაძეს, ქალაქ ახალციხის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობის პარალელურად, 2016 წლის ივლის-აგვისტოში, „საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიასაც” ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ პერიოდში დაუკანონა მან საკუთარ თავს ახალციხეში, თამარაშვილის N57-ის მიმდებარედ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 275 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. მიქელაძე თავად იყო განმცხადებელიც და რეზოლუციის დამდებიც.

ამ ფაქტზე, დაახლოებით, წელიწადნახევრის შემდეგ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველომ, სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო. ეს მუხლი გულისხმობს მითვისებას ან გაფლანგვას სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, თუმცა ამ დრომდე გამოძიების შედეგი უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გამოძიების დაწყებიდან დღემდე მიქელაძის მიწას ყადაღა ადევს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს ახალციხის მერიას შეისწავლოს ავტოგასამართი სადგურის კანონდარღვევით მშენებლობის საკითხები და გაატაროს შესაბამისი ღონისძებები. ასევე, მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი კორუფციულ გარიგებას უკანონო მშენებლობის სანაცვლოდ და იმოქმედოს კანონით განსაზღვრული წესებით.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ოცნების’ ყოფილი დეპუტატის უკანონო ქმედებებს სამი წელია იძიებენ
ყოფილი მაღალჩინოსანი კანონდარღვევით დაწყებულ მშენებლობას აგრძელებს – საქმის მოკვლევა მიმდინარეობს
‘სახელმწიფომ კანონიერი ჩარჩო მოუძებნა უკანონობას’ – ‘ოცნების’ ყოფილი დეპუტატის საქმე
მამუკა მიქელაძემ დანაშაული აღიარა – ‘ოცნების’ ყოფილ დეპუტატთან საპროცესო გაფორმდა
‘მიწის კომისიის’ თავმჯდომარემ ახალციხეში ნაკვეთი დაიკანონა
მამუკა მიქელაძე ახალციხის მერიამ უკანონო მშენებლობისთვის ორჯერ დააჯარიმა
ახალციხის მერიის ‘მიწის კომისიას’ მამუკა მიქელაძე უხელმძღვანელებს