FM97.5 / LIVE

ყოფილი მაღალჩინოსანი კანონდარღვევით დაწყებულ მშენებლობას აგრძელებს – საქმის მოკვლევა მიმდინარეობს

მთავარისიახლე, სამართალი 26.06.2020
ახალციხის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის კანონდარღვევით დაწყებულ მშენებლობას ახალციხის მერია სამ თვეზე მეტია სწავლობს. მოკვლევის პარალელურად კი მშენებლობა გრძელდება.

ყოფილი მაღალჩინოსანი კანონდარღვევით დაწყებულ მშენებლობას აგრძელებს – საქმის მოკვლევა მიმდინარეობს

ახალციხის მერიის მოწოდებული ინფორმაციით, საქმის წარმოება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლით მიმდინარეობს. სხვა განმარტებებს მერიაში არ აკეთებენ, ასევე უცნობია 25-ე მუხლის რომელი ნაწილით მიმდინარეობს მოკვლევა.

„სამხრეთის კარიბჭემ“ ახალციხის მერიას 3 თვის წინ დაწყებული მოკვლევის შესახებ კითხვებით წერილობით მიმართა.

უნდა აგრძელებდეს თუ არა საქმის წარმოების პარალელურად, მამუკა მიქელაძის კომპანია მშენებლობას, მუნიციპალიტეტმა კითხვა უპასუხოდ დატოვა, წერილის პასუხად უწყებიდან მხოლოდ ის გვაცნობეს, რომ პროცედურები კვლავ გრძელდება.

„განცხადებასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე დაწყებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება“.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" მიქელაძის კანონდარღვევით დაწყებული მშენებლობის შესახებ ინფორმაცია 10 აპრილს გაავრცელა, კვლევის თანახმად, მიქელაძის უკანონოდ აშენებული ბენზინგასამართი სადგური სამ მიწის ნაკვეთს ფარავს, რომელთაგან ერთი (34 კვ.მ) ეკუთვნის მამუკა მიქელაძეს, (მაღალჩინოსანმა ამ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა იქამდე დაიწყო, სანამ ახალციხის მერია ნებართვას მისცემდა).

მეორე ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრება იყო, რომელიც ორგანიზაციის კვლევის გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვეში ქონების სააგენტომ აუქციონზე გაიტანა და მიქელაძის ბიზნესპარტნიორმა, იმედა მუმლაძემ შეიძინა.

მესამე კი სადავო ტერიტორიაა, რომელზეც გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, რადგან მიქელაძემ ეს ნაკვეთი მაშინ გადაიფორმა, როცა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „საკუთრების უფლების აღიარების კომისიას” ხელმძღვანელობდა. ამჟამად ტერიტორიას ყადაღა ადევს.

სადავო მიწის ნაკვეთზე, მამუკა მიქელაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 2017 წელს აღიძრა და დღემდე გრძელდება.

17 ივნისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, გამოძიება კვლავ იმავე, სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით მითვისებასა და გაფლანგვას გულისხმობს.

საჯარო რეესტრის ელექტრონულ პორტალზე „სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ მოძიებული ინფორმაციით, ნაკვეთთან დაკავშირებით ირკვევა, რომ 2018 წლის 23 იანვარს მიქელაძემ რეესტრს საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ განცხადებით მიმართა, რაზეც უწყებისგან უარი მიიღო, რადგან მიწის ნაკვეთს ყადაღა ადევს.

„სამხრეთის კარიბჭე“ შეეცადა მამუკა მიქელაძესთან დაკავშირებას, თუმცა სატელეფონო ზარებს მან არც ამჯერად უპასუხა.

ასევე ნახეთ:

‘სახელმწიფომ კანონიერი ჩარჩო მოუძებნა უკანონობას’ – ‘ოცნების’ ყოფილი დეპუტატის საქმე

‘ოცნების’ ყოფილი დეპუტატის უკანონო ქმედებებს სამი წელია იძიებენ

ახალციხეში 'ქართული ოცნების' ყოფილი მაღალჩინოსანი ბენზინგასამართ სადგურს კანონდარღვევით აშენებს – გამჭვირვალობა

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘სახელმწიფომ კანონიერი ჩარჩო მოუძებნა უკანონობას’ – ‘ოცნების’ ყოფილი დეპუტატის საქმე
მამუკა მიქელაძე ახალციხის მერიამ უკანონო მშენებლობისთვის ორჯერ დააჯარიმა
ახალციხეში 'ქართული ოცნების' ყოფილი მაღალჩინოსანი ბენზინგასამართ სადგურს კანონდარღვევით აშენებს – გამჭვირვალობა
‘ოცნების’ ყოფილი დეპუტატის უკანონო ქმედებებს სამი წელია იძიებენ
‘მიწის კომისიის’ თავმჯდომარემ ახალციხეში ნაკვეთი დაიკანონა
მამუკა მიქელაძემ დანაშაული აღიარა – ‘ოცნების’ ყოფილ დეპუტატთან საპროცესო გაფორმდა
ახალციხის მერიის ‘მიწის კომისიას’ მამუკა მიქელაძე უხელმძღვანელებს