FM97.5 / LIVE

კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან 19–ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 26.09.2020
26 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში COVID-19–ით დაინფიცირებული 3 149 პაციენტიდან 19–ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის 17 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან 19–ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განმარტებით, ინფიცირებულების დიდი ნაწილი კლინიკებში მკურნალობს, შედარებით მცირე რაოდენობა სასტუმროებსა და ბინაზე, ისინი ექიმების და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

მისი თქმით, ინფიცირებულებიდან კრიტიკულად მძიმეა 19 პაციენტი.

დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი აჭარაში ფიქსირდება, ნაკლები კი სამცხე–ჯავახეთსა და კახეთში.

296 დადასტურებული შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: 166 შემთხვევა აჭარაში, 55 იმერეთში, 41 თბილისში, სამეგრელო ზემო სვანეთში – 18, გურიაში –9, ქვემო ქართლში –3. რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთსა და კახეთს, იქ კორონავირუსის თითო-თითო შემთხვევაა.

ბოლო მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის ცხრა დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. ამ ეტაპზე უცნობია დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევა რეგიონის რომელ მუნიციპალიტეტს უკავშირდება. "სამხრეთის კარიბჭე" ინფორმაციას სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციისგან ელოდება.

ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხა ადიგენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუიზან ქიმაძემ. ბოლო პერიოდში აღნიშნულ მუნიციპალიტეტში covid-19 რვა ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ერთის, უდეში მცხოვრები ექთნის დაინფიცირების წყარო უცნობია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევაა
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ქვეყანაში კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან 26 მართვით სუნთქვაზეა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევაა – 17 ოქტომბერი
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსი კიდევ 3 პირს დაუდასტურდა
კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან ოთხის წყარო უცნობია
კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა