FM97.5 / LIVE

ხიზაბავრაში კაცის ცემისა და საფლავის გათხრის იძულებისთვის დაკავებულები პატიმრობაში დატოვეს

მთავარისიახლე, სამართალი 27.08.2020
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, სოფელ ხიზაბავრაში გამგებლის ყოფილ წარმომადგენელს და მის მეგობარს, 37 წლის მანუჩარ მურადაშვილის გატაცების, ცემის და საფლავის გათხრის იძულებისთვის, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები ბრალს ნაწილობრივ აღიარებენ. მათ 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ხიზაბავრაში კაცის ცემისა და საფლავის გათხრის იძულებისთვის დაკავებულები პატიმრობაში დატოვეს

სასამართლო პორცესი ახალციხეში დღეს, 27 აგვისტოს გაიმართა. მოსამართლემ ლუიზა თოდუამ დაცვის მხარის მოთხოვნა, რომ დაკავებულები გირაოს გადახდის, 10 000 ლარის სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა, არ დააკმაყოფილა.

დაკავებულები ბრალს ნაწილობრივ აღიარებენ და ამბობენ, რომ მომხდარი წინასწარ არ დაუგეგმავთ. მათ ინტერესებს პროცესზე ადვოკატი ნინო დემეტრაძე იცავდა.

ნინო დემეტრაძის განცხადებით, ი.გ–მ მანუჩარ მურადაშვილს მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა: "მან არ იცოდა რა საქმე ჰქონდა კ.პ–ს მურადაშვილთან, ეს მხოლოდ მანქანაში გაიგო. მას არ დაურტყამს, იგი აშველებდა".

რაც შეეხება კ.პ–ს, საფლავის გათხრა მანუჩარ მურადაშვილის შეშინების მიზნით, თვითონ დაიწყო.

ასპინძაში, სოფელ ხიზაბავრაში მცხოვრები მანუჩარ მურადაშვილის განცხადებით, 22 აგვისტოს გამგებლის ყოფილმა წარმომადგენელმა კ.პ–მ და მისმა მეგობარმა ი.გ–მ გაიტაცეს, სცემეს და საკუთარი ხელით საფლავის გათხრა აიძულეს. მისი თქმით, თანასოფლელები იმ თანხის დაბრუნებას სთხოვდნენ, რომელიც არ მოუპარავს.

სამართალდამცველებმა კ.პ და ი.გ 25 აგვისტოს დააკავეს.

კ.პ.-ს და ი.გ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იძულება ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

manuchar-muradashvili-1

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხიზაბავრაში გამგებლის ყოფილ წარმომადგენელს და მის მეგობარს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
ხიზაბავრაში მომხდარ ფაქტზე შსს-მ 2 პირი დააკავა

‘საკუთარი საფლავის გათხრა მაიძულეს’ –  რა მოხდა ხიზაბავრაში
ახალციხეში პოლიციელების დაკავებაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
ახალციხეში 78 წლის ქალის დაყაჩაღებაში ბრალდებულს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
78 წლის ქალის დაყაჩაღებაში ბრალდებული დააკავეს
ქალსა და არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ძმები პოლიციელები არიან