FM97.5 / LIVE

‘საკუთარი საფლავის გათხრა მაიძულეს’ – რა მოხდა ხიზაბავრაში

მთავარისიახლე, შემთხვევა 25.08.2020
ასპინძაში, სოფელ ხიზაბავრაში მცხოვრები მანუჩარ მურადაშვილი ამბობს, რომ გამგებლის ყოფილმა წარმომადგენელმა კ.პ–მ და მისმა მეგობარმა ი.გ–მ გაიტაცეს, სცემეს და საკუთარი ხელით საფლავის გათხრა აიძულეს. ისინი მურადაშვილს მოპარული თანხის დაბრუნებას სთხოვდნენ. დაზარალებული ამბობს, რომ მას არაფერი მოუპარავს.

manuchar-muradashvili

შემთხვევა 22 აგვისტოს საღამოს მოხდა, როგორც მურადაშვილი ამბობს, ხიზაბავრაში გამგებლის ყოფილმა წარმომადგენელმა და მისმა მეგობარმა მანქანაში მოტყუებით ჩაისვეს, სცემეს და სოფლის სასაფლაოზე საკუთარი საფლავის გათხრის მიზნით წაიყვანეს.

„მითხრეს გავიაროთო და მეც ჩავჯექი მანქანაში, ცოტა ნასვამები იყვნენ. სოფლიდან მოშორებით „ხიზების“ ტყეს ეძახიან და იქით წავიდნენ. მანქანაში მირტყამდნენ, მაგინებდნენ და მეუბნებოდნენ „ჩემი ფული, 380 ლარი, რომ მოიპარე სახლიდან დამიბრუნეო“. თითქოს მისმა მეუღლემ დამინახა. ვეუბნებოდი, რომ არაფერი მომიპარავს, მაგრამ მაინც მირტყამდნენ. ამ ცემაში ყური დამიზიანდა, კბილი მომტყდა და ფანჯრიდან გადავაგე. მანქანაში თან თოკი და ბარი ედოთ“.

როგორც მანუჩარი ამბობს, იგი თანასოფლელებმა მანქანიდან ძალით გადმოიყვანეს, ტანსაცმელი გახადეს, გაჩხრიკეს და საფლავი გაათხრევინეს.

„თან მირტყამდნენ და მეუბნებოდნენ აღიარე რომ ფული მოიპარეო, მობილური ამოიღეს და გადაღება დაიწყეს, მითხრეს ჩვენ რასაც გეტყვით ის თქვი შენ ხმა არ ამოიღოო, მე შემეშინდა და ვუპასუხე მოვიპარე–მეთქი. აბა რა მექნა, მეშინოდა, რომ მომკლავდნენ. როცა მკითხეს ფული სად არისო, ვუთხარი 20 ლარი დავხარჯე და დანარჩენი კი გახეული ჯიბიდან დავკარგე–მეთქი. მითხრეს, რამდენი იყო ის ფულიო, არ ვიცოდი რა მეპასუხა, მითხრეს თუ არ გახსოვს მაშინ ხვალ 590 ლარი მომიტანეო და გამომიშვეს“.

მისი თქმით, დაპირების შემდეგ, რომ ფულს მიუტანდა, გამგებლის ყოფილმა წარმომადგენელმა და მისმა მეგობარმა, ნახევრად ამოთხრილი საფლავი ისევ აავსებინეს და წამოიყვანეს: „ვადა მეორე დღის 12:00 საათამდე მომცეს“.

მომხდარის გახმაურების შემდეგ, როგორც მანუჩარის დედა, იზოლდა მურადაშვილი ამბობს, გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი და მისი მეუღლე მივიდნენ და პოლიციიდან საჩივრის გამოტანა სთხოვეს.

„ქურდობა მათ ოჯახში გასულ წელსაც მოხდა, მაშინ 1200 ლარი დაკარგეს და მეზობლებს აბრალებდნენ, მერე ყველამ ერთად უთხრა, პოლიცია გამოვიძახოთ და სიმართლე გაირკვევაო, მაშინვე უარი თქვეს, უკვე ერთი კვირაა გასული და პოლიცია ანაბეჭდებს ვეღარ იპოვისო, ალბათ შინაურმა მოიპარა. ჩემ შვილს ეს ოჯახი სხვა ნივთების მოპარვაში სდებს ბრალს“

„სამხრეთის კარიბჭე“ სოფელში იმ ოჯახის წევრებსაც შეხვდა, რომლებსაც მანუჩარ მურადაშვილი ადანაშაულებს, თუმცა მათ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს: „ჩვენ მედიასთან არ ვისაუბრებთ, ყველაფერს გამოძიება დაადგენს“.

მანუჩარ მურადაშვილმა ძალადობასა და გატაცების შესახებ 112–ზე იმავე დღეს დარეკა. დაიწყო თუ არა გამოძიება და რომელი მუხლით ამ ეტაპზე უცნობია, რედაქცია შსს–დან პასუხს ელოდება.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხიზაბავრაში მომხდარ ფაქტზე შსს-მ 2 პირი დააკავა

ხიზაბავრაში კაცის ცემისა და საფლავის გათხრის იძულებისთვის დაკავებულები პატიმრობაში დატოვეს
ახალგაზრდები: 'პოლიცია გვაიძულებდა სოფლებში მომხდარი ქურდობები ჩვენს თავზე აგვეღო'
სერგეი ბაბოიანი: ‘სამხარეოში ჯერ მცემეს, მერე მუხლებზე და ხელებზე დამაყენეს, მატარეს და მაყეფეს’
ახალციხეში 9 წლის ბავშვის ფეისბუკით მის ახლობლებს ფული გამოსძალეს
ახალქალაქელი ახალგაზრდა ამბობს, რომ პოლიცია ქვეყნის დატოვებას აიძულებს
ახალციხეში, საქართველოს ბანკის სახელფასო ბარათიდან პირს ფული მოუხსნეს